თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. დემონსტრანტები თბილისში უკვე ერთი კვირაა პირობას დებენ, რომ განაგრძობენ „ბოქლომების ომს" – საქართველოს მთავრობის სხდომის დროს ისინი შენობის კარის ჩაკეტვას გეგმავენ.
„ბოქლომების ომი" – დეპუტატმა პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო>>
აქამდე ბოქლომები საქართველოს პარლამენტსა და პროკურატურას „ერგო".
„ხვალ კანცელარიის კარს დავადებთ ბოქლომს, ამ პერფორმანსით გავაპროტესტებთ საარჩევნო სისტემის მისაკუთრებას", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტს ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველოს" აქტივისტმა ლაშა დიაროვმა.
მთავრობის სხდომა 10 საათზეა დანიშნული.
თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
17 ნოემბერს, საღამოს პარლამენტის ყველა შენობასთან გაშლილი იყო კარვები, მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის ორგანიზატორებს მოუწოდეს პიკეტირება შეეწყვიტათ, მაგრამ მათ უარი განაცხადეს.
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთაგან 10 პირს პატიმრობა შეეფარდა>>
შედეგად, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ გამოიყენა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალები. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე განდევნეს, სადაც მათ პროტესტი განაგრძეს.
თბილისში აქციები გრძელდება.