გახარია: დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე და გამოწვევებზე

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ, რომ სიტუაციის დეატაბილიზაცია მოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე, მის ეკონომიკურ ზრდაზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

საპროტესტო აქცია კანცელარიასთან - Sputnik საქართველო
ხმაურიანი აქცია და პოლიციის კორდონი – რა ხდება მთავრობის კანცელარიასთან

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. შედეგად, ორშაბათს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ გამოიყენა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალები – აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლით დაშალეს.

„ჩვენი ქვეყნის უახლოესი გამოწვევაც და მიზანიც იქნება ეკონომიკური ზრდა და, უპირველეს ყოვლისა, სამუშაო ადგილები. ყველაფერი ის, რაც ხდება ჩვენს სოციალურ ან პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში და იწვევს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან განზომილებაზე, როგორიც არის ეკონომიკური ცხოვრება", – განაცხადა გახარიამ.

აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

მიუხედავად მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებისა და პოლიციის მოწოდებისა, არ განხორციელდეს სახელმწიფო დაწესებულებების, განსაკუთრებით კი პარლამენტის ბლოკირება, ოპოზიცია და ახალგაზრდული მოძრაობა უკან დახევას არ აპირებენ. როგორც მათ აღნიშნეს, ისინი ორშაბათიდან დაიწყებენ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას, რათა სამშაბათს დეპუტატებს მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნათ. მომდევნო კვირაში პლენარული სხდომები უნდა გაიმართოს.

ერთობლივ საპროტესტო აქციაში მონაწილეობს 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტია, მათ შორის, საპარლამენტო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ასევე ახალგაზრდულ მოძრაობები „სირცხვილია“ და „შეცვალე“ .

ყველა ახალი ამბავი
0