ხმაურიანი აქცია და პოლიციის კორდონი – რა ხდება მთავრობის კანცელარიასთან

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია კანცელარიასთან
საპროტესტო აქცია კანცელარიასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპროტესტო აქციაზე შეკრებილი არიან ოპოზიციის ლიდერები გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ზაალ უდუმაშვილი, გიორგი ვაშაძე და სხვები.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის სხდომა ხმაურიანი აქციის ფონზე მიმდინარეობს – აქციის მონაწილეები შენობის კარზე ბოქლომის დადებას ცდილობენ, პოლიცია კი მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

დემონსტრანტებისა და სპეცრაზმის დაპირისპირება 18 ნოემბერს - Sputnik საქართველო
პროტესტის ერთი კვირა თბილისში – რა იქნება შემდეგ?

მთავრობის კანცელარიასთან ვითარება პერიოდულად იძაბება. აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ, მათ შორის არიან პარლამენტის დეპუტატი „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გიგა ბოკერია და მისი თანაპარტიელი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი, პარტია „ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

„სულ ერთია, მაინც დაგაბოქლომებთ!" – ეს არის აქციის მონაწილეთა მთავარი ლოზუნგი.

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

17 ნოემბრიდან აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო უწყებებზე ბოქლომების დადების ტრადიცია შემოიღეს. პირველი პარლამენტი იყო, სადაც საპროტესტო აქციები დაიწყო. სიმბოლური ბოქლომი აქციის მონაწილეებმა გუშინ საქართველოს პროკურატურასაც დაადეს.

დღეს, მას შემდეგ, რაც მთავრობის ეზოში შესასვლელის ჩაკეტვა ვერ მოხერხდა, ოპოზიციამ ალტერნატიულ გზას მიმართა – მათ რამდენიმე ბოქლომი უბრალოდ ღობეზე ჩამოკიდეს.

ყველა ახალი ამბავი
0