თბილისში მიგრაციის შესახებ კინოს ფესტივალი გაიმართება

CC0 / PIxabay / რეტრო კინოკამერა
რეტრო კინოკამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმზე აჩვენებენ ფილმებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მიგრანტების მიმართ დამოკიდებულებაზე, ასევე ყურადღებას ამახვილებს სოციალურ პრობლემებზე.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (The International Organization for Migration) 13-18 დეკემბერს თბილისის კინოთეატრ „ამირანში" მიგრაციის შესახებ ფილმების გლობალურ ფესტივალს ჩაატარებს.

ფესტივალის მიზანია ფილმების საგანმანათლებლო იარაღის სახით გამოყენება. საუბარია ფილმებზე, რომლებიც გავლენას ახდენს აღქმაზე და მიგრანტების მიმართ დამოკიდებულებაზე. ესაა სურათები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებს სოციალური პრობლემებისადმი და ქმნის პირობებს დისკუსიებისთვის.

ჯილოები - „ოქროს პრომეთე“ და „ვერცხლის პრომეთე“ - Sputnik საქართველო
საჩუქარი კინომანებს: თბილისის კინოფესტივალს ჰიჩკოკის ტრილერი „შანტაჟი“ გახსნის

ექვსი დღის განმავლობაში მაყურებელი იხილავს ათზე მეტ უცხოურ ფილმს. ფილმები ინგლისურ ენაზე იქნება ნაჩვენები.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა „უთქმელი ამბები – ქართველ დაბრუნებულ მიგრანტთა ფოტოისტორიები", რომლის ავტორია ახალგაზრდა წარმატებული ფოტომხატვარი დინა ოგანოვა. ექსპოზიცია კინოთეატრის მეორე სართულზე გაიმართება.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია, მაგრამ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მსურველებმა წინასწარ უნდა გაიარონ ონლაინ-რეგისტრაცია.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM - The International Organization for Migration) 1951 წელს დაარსდა. მისი შექმნის მთავარი წინაპირობა მეორე მსოფლიო ომის შედეგად ევროპაში მიგრანტების ნაკადის რეგულირების აუცილებლობა გახდა. დაარსების დღიდან ორგანიზაცია 11 მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმარა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური