თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ცნობილ ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილზე თავდამსხმელს ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ცნობილ ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილს, სავარაუდოდ, მისი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სცემეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

112 - Sputnik საქართველო
გორში „სასწრაფო დახმარების" ექიმი სცემეს

შემთხვევა სამშაბათს მოხდა. ექიმზე თავდასხმის ფაქტი საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-ს შსს-ში დაუდასტურეს, მაგრამ მისი ვინაობა არ დაუსახელებიათ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „ძალადობის“ მუხლით, რაც ორ წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს სცემს ვიღაც ველური. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს!“ – დაწერა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, დეპუტატმა პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ჭიაბერაშვილის თქმით, ექიმმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცა. დაზარალებული განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

ყველა ახალი ამბავი
0