გორში „სასწრაფო დახმარების" ექიმი სცემეს

გამოწერა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. გორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ, იუწყება ტელეარხი Imedi.

შემთხვევა შინდისის გმირების ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანი, რომელიც ექიმს დაუპირისპირდა, ფსიქიკურად გაუწონასწორებელია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან ძალადობას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0