როცა მუზა შენი მსახურია – თეა ნოზაძის „მებრძოლი ქალი“ და მისი საერთაშორისო წარმატება

გამოწერა
მისთვის ხატვის ინსპირაცია საკუთარი თავის ძიება და სულიერი განცდების გადმოცემის წყურვილია. ამიტომ მის ნახატებში მთავარი პერსონაჟი ხშირად საკუთარი თავია, გოგონა მისივე მსგავსი სახით და თვალებით...

წერს ლექსებს, შემდეგ ამის მიხედვით ხატავს, და პირიქით, ისეც ხდება, რომ ლექსი საკუთარი ნახატების მიხედვითაც დაუწერია. ორივე შემთხვევაში მისი აზრი ემოციურად და გულწრფელად, რაც მთავარია, მისეულადაა გადმოცემული.

თეა ნოზაძე თვითნასწავლი მხატვარია, სასულიერო სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა და დღეს თბილისის 175-ე საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელია. გერმანიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე მისმა ნამუშევარმა პირველი ადგილი დაიკავა.

© photo: courtesy of Tea Nozadzeთეა ნოზაძე
როცა მუზა შენი მსახურია – თეა ნოზაძის „მებრძოლი ქალი“ და მისი საერთაშორისო წარმატება - Sputnik საქართველო
თეა ნოზაძე

- თეა, ლექსებს წერთ და ხატავთ, ასეთ დროს ამბობენ, ორი მუზის მსახურიაო, თუმცა, რაც შეეხება მსახურებას, ამაზე განსხვავებულად ფიქრობთ...

- დიახ, მე ვფიქრობ, თუ ხელოვანი ნამდვილი შემოქმედია, თავად მუზაა მისი მსახური და არა პირიქით. ანუ საკუთარი ემოციებისა და შთაგონების მფლობელი და წარმმართველი თვითონ პიროვნებაა. ასე მგონია, რომ მუზა ხელოვანმა უფლის სამსახურში უნდა ჩააყენოს. ჩემი მიზანიც სწორედ ეგ არის, რომ შემოქმედებით ყოვლის შემოქმედი უფალი განდიდდეს. რთულია გავიხსენო – ხატვა უფრო ადრე დავიწყე თუ ლექსების წერა, ორივე ღრმა ბავშვობაში მოხდა და თუ პრიმიტიულ მხატვრობას არ ჩავთვლით, როგორც ხელოვანი თანაბრად ვვითარდებოდი. ამიტომაც ჩემი ნახატები საკუთარი ან სხვისი ლექსების დასურათებაა ძირითადად, ან პირიქით, ნახატის მიხედვით ვქმნი ლექსებს...

© photo: courtesy of Tea Nozadzeთეა ნოზაძე
როცა მუზა შენი მსახურია – თეა ნოზაძის „მებრძოლი ქალი“ და მისი საერთაშორისო წარმატება - Sputnik საქართველო
თეა ნოზაძე

- ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს, კონკრეტული ამბით იწყება, როგორ მოხვდა თქვენი ნამუშევრები გერმანიაში?

- გერმანიაში ჩემი ნამუშევრები სრულიად შემთხვევით მოხვდა. თუმცა მჯერა, რომ უფლის ნების გარეშე და შემთხვევით არაფერი ხდება. ამ ზაფხულს მასწავლებელთა სახლში ვმუშაობდი. ეს გარემო მასწავლებელთა ტრენინგს მასპინძლობდა. აქ შემთხვევით გავიცანი გერმანული ენის სპეციალისტი, ქალბატონი ნატალი აბესაძე. აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნატალი გერმანიაში კულტურის დარგში საქართველოს ელჩი ყოფილა. სწორედ მისგან გავიგე, რომ ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც გერმანიაში იმართება, ქართველებიც მონაწილეობენ. ჩემი ნამუშევრების ნახვის შემდეგ მან მითხრა, შენი თავი უფალმა გამომიგზავნა და შენს ნამუშევრებს გერმანიაში გავგზავნი როგორც თანამედროვე მხატვრის ახალ სახესო. ეს ამბავი ბედნიერად დამთავრდა, რადგან იმ საერთაშორისო გამოფენაზე პირველი ადგილი დავიკავე და ჩემთვის ეს საოცარი განცდაა, დაჯერებაც მიჭირდა...

© photo: courtesy of Tea Nozadzeთეა ნოზაძის შემოქმედება
როცა მუზა შენი მსახურია – თეა ნოზაძის „მებრძოლი ქალი“ და მისი საერთაშორისო წარმატება - Sputnik საქართველო
თეა ნოზაძის შემოქმედება

- გერმანიაში გამარჯვებულ ნახატს ჰქვია „მებრძოლი ქალი“, რატომ შეარჩიეთ იგი ამ გამოფენისთვის?

- ხშირად ნახატის შექმნის მიზეზი შეიძლება გახდეს სხვადასხვა პიროვნების ან გარემოსგან მიღებული მძაფრი ემოცია, უმეტესად ტკივილის სახით, რაც შემდეგ ტრანსფორმირდება, როგორც ბრძოლა არსებულ რეალობასთან. ვფიქრობ, ნამდვილი ხელოვნება მძიმე რეალობას არ უნდა მალავდეს, მაგრამ ამავდროულად სხივსაც ტოვებდეს და სიკეთის გამარჯვებისთვის იბრძოდეს. სწორედ ამ იდეას ატარებდა "მებრძოლი ქალი", რომელმაც გერმანიაში გაიმარჯვა.

© photo: courtesy of Tea Nozadzeთეა ნოზაძის „მებრძოლი ქალი“
როცა მუზა შენი მსახურია – თეა ნოზაძის „მებრძოლი ქალი“ და მისი საერთაშორისო წარმატება - Sputnik საქართველო
თეა ნოზაძის „მებრძოლი ქალი“

- მეჩვენება, რომ თქვენს ნახატებში ძირითადი პერსონაჟი თავად ხართ?

- არ გეჩვენებათ, ჩემი ნახატების პერსონაჟებს ხშირად მამსგავსებენ და ჩემთვის ეს ნამდვილად სასიამოვნოა. ვფიქრობ, მხატვრის ხელწერა ბუნებრივად ჩნდება შემოქმედებაში, მით უმეტეს, როცა ეს შინაგანი სამყაროს ძიებას ეხება. თითქმის ყველა პერსონაჟი თავად ვარ სხვადასხვა ჭრილში და, რა თქმა უნდა, განსხვავებული ფორმით წარმოდგენილი. ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე ძირითადად ერთი მთავარი სათქმელი მაქვს და რაც სიტყვიერად არ გამოითქმის, მას ფერწერით, ანუ ფერით წერის მეშვეობით გადმოვცემ…

© photo: courtesy of Tea Nozadzeთეა ნოზაძის შემოქმედება
როცა მუზა შენი მსახურია – თეა ნოზაძის „მებრძოლი ქალი“ და მისი საერთაშორისო წარმატება - Sputnik საქართველო
თეა ნოზაძის შემოქმედება

- ხშირად ხატავთ ლექსებს, ანუ თქვენი აღქმით გადმოსცემთ მათ მოლბერტზე...

- ხატვის მთავარი ინსპირაცია სწორედ საკუთარი სამყაროს სულიერი ძიებაა. სწორედ ამ ძიებას ეხმიანება ამა თუ იმ ცნობილი პოეტის სტრიქონები, რაც შემდგომში დასურათების წყარო ხდება. ასე გახდნენ ჩემი შთაგონების წყარო გალაქტიონი, ტიციან ტაბიძე, შექსპირი და კიდევ რამდენიმე პოეტი. თანამედროვე პოეტებიდან ჩემი ძმის თორნიკე ნოზაძისა და ასევე არაჩვეულებრივი პოეტის მაკო ჩიქოვანის რამდენიმე ლექსი მაქვს დასურათებული, ასევე ფსალმუნის რამდენიმე სტრიქონიც...

© photo: courtesy of Tea Nozadzeთეა ნოზაძის შემოქმედება
როცა მუზა შენი მსახურია – თეა ნოზაძის „მებრძოლი ქალი“ და მისი საერთაშორისო წარმატება - Sputnik საქართველო
თეა ნოზაძის შემოქმედება

- „ხელოვნება - სიზიფეს ლოდი“, „პოეზიის გლადიატორი“, „გარდაქმნა“ – ასეთ სახელებს ურჩევთ ნახატებს...

- ვცდილობ ნახატის სახელწოდებაში მისი ძირითადი არსი გადმოვცე, ანუ რა სიტყვა ან ფრაზაც ყველაზე ლაკონურად გადმოსცემს სათქმელს. "ხელოვნება – სიზიფეს ლოდი" იმას აღნიშნავს, რომ ხელოვანის ტვირთი მარად ზევითკენ ლტოლვაა და ყოველი ახალი ნამუშევრის შემდეგ ახალი გზაა გასავლელი. რაც შეეხება "გარდაქმნას", აქ დევს როგორც სულიერი ენერგიების კონკრეტულ ნამუშევრად გარდაქმნის იდეა, ასევე პიროვნების სულიერი მდგომარეობის ცვალებადობა, რაც სწორედ ამ გარდაქმნის მიზეზია.

© photo: courtesy of Tea Nozadzeთეა ნოზაძის შემოქმედება
როცა მუზა შენი მსახურია – თეა ნოზაძის „მებრძოლი ქალი“ და მისი საერთაშორისო წარმატება - Sputnik საქართველო
თეა ნოზაძის შემოქმედება

- „გარდაქმნა“ - ნახატის გარდა ასეთი სახელწოდების ლექსიც გაქვთ...

- დიახ, და ეს ლექსი ალბათ ყველაზე უკეთ გადმოსცემს შემოქმედების მთავარ ხაზსა და იდეას. თქვენს მკითხველს გავაცნობ ამ ლექსიდან ბოლო სტროფებს, სადაც, ფაქტობრივად, მისი ძირითადი არსია გამოხატული...

...შეუდრეკელი ეჯახები სტიქიებს უცხოს,

გვირილებს აწნი სახრჩობელა ქარის მარწუხებს;

გული მფეთქავი დასაპყრობად სამყაროს უხმობს,

„ყოფნა–არყოფნა" მყოფობაში როცა აწუხებს...

რადგანაც ერთხელ დაიბადე – ნებით განგების,

გარდაქმნებს უძღვენ სიცოცხლე და შექმენ ეპოქა,

კონცეფცია ხარ ფერთა რხევის და განლაგების,

ასათვისებლად საუკუნეც რომ არ ეყოფა“.

© photo: courtesy of Tea Nozadzeგამოფენაზე
როცა მუზა შენი მსახურია – თეა ნოზაძის „მებრძოლი ქალი“ და მისი საერთაშორისო წარმატება - Sputnik საქართველო
გამოფენაზე

- რა არის შემოქმედება თქვენთვის?

- ჩემთვის შემოქმედება, პირველ რიგში, უფალში საკუთარი თავის შექმნაა, ანუ განღვთობა, რა კუთხითაც ყველა ადამიანს აქვს მინიჭებული შემოქმედების უნარი. ხელოვნება უკვე არსებული სულიერი მდგომარეობის ანარეკლია...

 

ყველა ახალი ამბავი
0