აქციის დაშლა: როგორ აფასებენ პოლიციის ქმედებებს მმართველ გუნდში

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის მიმდებარედ აქციის დაშლას გამოეხმაურა.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიცია გაწბილებულია, რომ დღევანდელი ღონისძიება გართულების, დაზიანებების გარეშე დასრულდა, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ რუსთაველზე ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ.

„ეს პოლიტიკური თვითმკვლელობაა!" – ბურჯანაძე თბილისში აქციის დაშლაზე >>

ორშაბათს პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილენი წყლის ჭავლით დაშალა. მანამდე სამართალდამცველებმა მომიტინგეებს მოუწოდეს შეეწყვიტათ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და დეპუტატებისთვის საქმიანობის ხელის შეშლა, რადგან ეს კანონით იკრძალება, თუმცა აქციის მონაწილეებმა პოლიციის გაფრთხილება არ გაითვალისწინეს.

„დაშლა არ არის მთავარი ამბავი, მთავარი ამბავია, რომ დიდი მოთმინებით შეხვდნენ საქმეს, გაუფრთხილდნენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჯანმრთელობას და აქედან გამომდინარე იმსახურებს თითოეული პოლიციელი პატივისცემას, მიუხედავად პატარა პროვოკაციისა. ასევე უნდა გადავუხადოთ მადლობა მათ, ვინც პროვოკაციაში არ ჩაერთვნენ და დაემორჩილნენ სამართალდამცველების მოწოდებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე.
დაკავებები მიტინგზე - Sputnik საქართველო
თბილისში ოპოზიცია დაკავებულების მხარდასაჭერად იკრიბება

სამართალდამცველების მოქმედებები ასევე დადებითად შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს სიმშვიდისთვის, რომ ამ დღეების განმავლობაში მაქსიმალურად ინარჩუნებდით კონსტრუქციულობას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. 17 ნოემბრიდან პარლამენტის ყველა შენობასთან გაშლილი იყო კარვები, მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მომიტინგეთა შორის იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების დეპუტატები.

ოპოზიცია რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვას ცდილობდა – ვიდეო >>

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კარვების, ქვიშის ტომრებისა და ცეცხლის დასანთებად საჭირო კასრებისგან გაწმენდილია, ამასთან გახსნილია რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი.

პარლამენტის შენობასთან კვლავ რჩებიან ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები.

ყველა ახალი ამბავი
0