როდის დასრულდება მშრალი ხიდის აღდგენა

გამოწერა
თბილისის ხელისუფლება ეტაპობრივად აგრძელებს დედაქალაქის ისტორიული რაიონებისა და უბნების აღდგენა–რესტავრაციას.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ზაარბრიუკენის ხიდის და ე.წ. მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

Торговля антиквариатом и старыми вещами на Сухом мосту - Sputnik საქართველო
მშრალი ხიდი იერსახეს შეიცვლის

აღდგენითი სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ტარდება, რომლის მიზანიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნაა. პროექტი ახალ და ძველ განახლებულ ისტორიულ ზონებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

მშრალი ხიდი სუვენირებისა და ანტიკვარული ნივთების მთავარი ბაზრობაა. ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მშრალ ხიდზე მოვაჭრეთათვის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. პროექტის დასრულებამდე მოვაჭრეებს გვერდით ბაღში გადაიყვანენ.

პროექტის ფარგლებში აშენდა „9 მარტისა“ და „დედაენის“ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბი.

„დედაენის“ და „9 მარტის“ ბაღები ერთმანეთს დავაკავშირეთ გვირაბით, რომელიც იქნება საფეხმავლო. თუ ადრე ერთი ბაღიდან მეორემდე მისასვლელად გზის გადაკვეთა იყო საჭირო, ახლა დაკავშირება გვირაბით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება სამუშაოებს, საგზაო ინფრასტრუქტურა დაახლოებით ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული – ქვედა ფენები მოწყობილი იქნება და ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი, ხოლო დეკემბრის ბოლოს იგეგმება მთლიანად სამუშაოების დასრულება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის სიტყვებით, მოცემულ ეტაპზე სამუშაოები ასევე ხორციელდება ზაარბრიუკენის ხიდზე, სადაც ფილები იყო დაზიანებული.

„რაც შეეხება დენდროლოგიურ პროექტს, რომელიც ასევე ძალიან მნიშნელოვანია, ზურაბ შევარდნაძე და კომპანია „გარდენია“ გვეხმარება“, – აღნიშნა კალაძემ.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 7 მლნ დოლარია.

თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მასშტაბური პროექტი „ახალი ტფილისი“ 2016 წელს დაიწყეს. პროექტი გულისხმობს დედაქალაქის ცენტრში ახალი საზოგადოებრივ–სარეკრეაციო ზონებისა და ტურისტული მარშრუტების შექმნას.

ყველა ახალი ამბავი
0