თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ჩვენებურების" კონცერტი პარიზში 21 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
ქართული პოლიფონიის საღამო კულტურის ცენტრში Centre Madapa გაიმართება. მის სცენაზე რეგულარულად ტარდება სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი წარმოდგენები.
ქართველი მუსიკოსები საფრანგეთის დედაქალაქში გამოვლენ პროექტით „კავკასია". პროექტში მონაწილეობს მომღერალი ლელა ნაყეური. კონცერტის წინ მსურველებს ქართული ანსამბლის დისკის შეძენა შეუძლიათ.
ამ კონცერტამდე „ჩვენებურები" კიდევ ორ კონცერტს გამართავს – 16 ნოემბერს მერენშალის თეატრში და 17 ნოემბერს – ნანტში, ღონისძიებების პავილიონში.
ანსამბლ „ჩვენებურებს" წარმატებული გასტროლები აქვს ჩატარებული ლიეტუვაში, ლატვიაში, გერმანიაში, ავსტრიაში.