საქართველო 2019 წელს პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი გახდება

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ ლიტერატორებს შანსი ექნებათ, თავიანთი შემოქმედება საფრანგეთის ყველაზე დიდი წიგნის ფორუმის სტუმრებს გააცნონ

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმატებული მონაწილეობის შემდეგ საქართველო პარიზში მსგავსი ღონისძიების - Salon Du Livre (Paris Book Fair) საპატიო სტუმრად მიიწვიეს. ღონისძიება პარიზში 2019 წლის 15-18 მარტს გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საფრანგეთის წიგნის ყველაზე დიდი ფორუმი პარიზში 1981 წლიდან იმართება. ბაზრობა არის მწერლები, გამომცემლების, მხატვრებისა და პუბლიცისტების შეხვედრის ადგილი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა მთელი მსოფლიოდან: ახალი წიგნები და ჟურნალები, ახალი ბეჭდვითი ტექნოლოგიები და ინოვაციები გამომცემლობით საქმიანობაში.

ქართული სტენდი ფრანკფურტის ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
საქართველო ფრანკფურტის ბაზრობიდან „სულიკოთი" გამოაცილეს

"ჩვენ მივიღეთ მიწვევა ფრანგული მხარისგან და მივეცით თანხმობა, რომ 2019 წელს საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება", - განაცხადა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა.

მეტრეველის თქმით, საქართველომ ფრანკფურტის ბაზრობაზე ძალიან კარგი გამოცდილება მიიღო.

„ანბანით მოთხრობილი ამბავი" მილიარდ მომხმარებლამდე მივიდა. საქართველომ ჩაატარა ყველაზე დიდი კულტურული ღონისძიება საზღვრებს გარეთ უკანასკნელი წლების განმავლობაში: 450-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა 40-მდე გერმანულენოვან ქალაქში, 70-ზე მეტმა მწერალმა იმოგზაურა სხვადასხვა ქალაქში, გამოიცა ძალიან ბევრი წიგნი", - აღნიშნა მეტრეველმა.

როგორც ცნობილია, პარიზი წიგნის ბაზრობა ყოველწლიურად საპატიო სტუმრის სახით ერთ ქვეყანას იწვევს. მკითხველისთვის ეს შესანიშნავი საშუალებაა, ახლოს გაეცნოს ამ ქვეყნის ლიტერატურასა და კულტურას გამოცემების, მწერლებთან შეხვედრების, ლექციებისა და სხვა ღონისძიებების საშუალებით.

პარიზის წიგნის ბაზრობას ყოველწლიურად დაახლოებით 200 ათასი ადამიანი სტუმრობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0