მოემზადეთ კონსტრუქციული არჩევნებისთვის: არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს მიმართა

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, რომ მმართველი პარტია მზადაა ოპოზიციასთან კომუნიკაციისთვის, რათა საარჩევნო კანონმდებლობა ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიცვალოს.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2020 წელს ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. 

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ევროკავშირისა და აშშ-ის რეაქცია

საქართველოს პარლამენტში ხუთშაბათს კონსტიტუციაში შესწორებების მიღება ჩავარდა, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლიდან ითვალისწინებდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლება სიცრუეში დაადანაშაულეს და მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა წამოიწყეს.

„ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო თავის დროზე... სამწუხაროა ნამდვილად, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩვენების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერგანხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა“, — განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.

ამასთან, თალაკვაძემ ოპოზიციას მოუწოდა, საპროტესტო აქციების გამართვის ნაცვლად არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ.

„მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, ჩვენს ოპონენტებს, აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობების ნაცვლად საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული, ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს ქვეყნის მომავალს“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
მდინარაძე: მეც ძალიან არ მომეწონა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ადეკვატური დავრჩი

მისი თქმით, არჩევნებს იგებს ხალხი და არა საარჩევნო სისტემები.

ამასთან, თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, რომ მმართველი პარტია მზადაა ოპოზიციასთან კომუნიკაციისთვის, რათა საარჩევნო კანონმდებლობა ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიცვალოს.

„ჩვენ კონსულტაციებს ვმართავს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთანაც, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო შესწორებების თანახმად, პროპორციული სისტემა საქართველოში 2020 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო.

ყველა ახალი ამბავი
0