მდინარაძე: მეც ძალიან არ მომეწონა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ადეკვატური დავრჩი

© Sputnik / Alexander Imedashviliმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციური პარტიების ერთობლივ მოქმედებას და რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებს გამოეხმაურა.
მდინარაძე: მეც ძალიან არ მომეწონა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ადექვატური დავრჩი
„მესმის, რომ მტკივნეულად განიცადეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო პარლამენტმა. პირდაპირ გეტყვით, მეც ძალიან არ მომეწონა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ადეკვატური დავრჩი. მათაც მოვუწოდებ, რომ ამ სპონტანური განცხადებებით უხერხულ მდგომარეობაში ნუ იგდებენ თავს“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

კონსტიტუციაში შესწორებების ჩავარდნის გამო თბილისში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში გუშინ საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია გაერთიანდა პრინციპით „ყველა ერთის წინააღმდეგ" და დააანონსა მასშტაბური აქციები, რომლებზეც მთავარი მოთხოვნა იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება დროებითი მთავრობის პირობებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0