თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ამაღამ ნაწილობრივ შეიზღუდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliბავშვები საახალწლო მორთულობასთან
ბავშვები საახალწლო მორთულობასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერაბ კოსტავას ქუჩაზე და თამარ მეფის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. მიზეზი დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებია.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედნიდან სპორტის სასახლემდე არსებულ მონაკვეთზე დღეს, 22:00 საათიდან 15 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.

დღესვე, 23:00 საათიდან 15 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება თამარ მეფის გამზირზეც.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

სანტა–კლაუსი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია საახალწლოდ „სანტას კომპლექსს“ ააშენებს

ამ მონაკვეთებზე მოძრაობა დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე იზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შეფერხებისთვის.

თბილისის მერიამ ახალი წლის სამზადისისთვის 2,8 მილიონი ლარი გამოყო – თბილისი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შეხვდება.

25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხის ღირებულება 304,8 ათასი ევროა, სხვადასხვა აქსესუარები და ახალი განათებები კი 525 ათასი ევრო დაჯდება.

ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ მსხვილ კომპანიებს დედაქალაქის საახალწლო ღონისძიებებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

ზეიმი ახლოვდება - თბილისის მერია ახალი წლისთვის მზადებას იწყებს>>

თბილისის ცენტრში საახალწლო დღესასწაულის დროს ტრადიციულად გაჩნდება „საახალწლო სოფელი". გასულ წელს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა კონცერტები, კოსტიუმირებული შოუ–წარმოდგენები, საახალწლო ფილმების ჩვენებები და ბაზრობა. ღონისძიებების დიდი ნაწილი კერძო სექტორის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0