ზეიმი ახლოვდება - თბილისის მერია ახალი წლისთვის მზადებას იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსანტა კლაუსები რუსთაველზე
სანტა კლაუსები რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წელს დედაქალაქში დიდი ზარ-ზეიმით შეეგებებიან

თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საახალწლო ღონისძიებების მომზადებაში.

რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით >>

თბილისის ცენტრში საახალწლოდ ტრადიციულად მოეწყობა „საახალწლო სოფელი“. შარშან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდა კონცერტები, კოსტიუმირებული წარმოდგენები, საახალწლო ფილმების ჩვენება და ბაზრობა. ღონისძიებების უმრავლესობა კერძო სექტორის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.

„საახალწლო ღონისძიებების ჩატარების პროცესში ჩვენ ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან და მათი აქტიური ჩართულობით არაერთ საინტერესო ღონისძიებას ვახორციელებთ. წელსაც ნაადრევად მინდა მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ვისაც ამის სურვილი ექნება, ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებაში. ჩვენ მათ მივცემთ ამის შესაძლებლობას და ურთიერთთანამშრომლობით ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობასა და სტუმრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა, ბიზნესსექტორთან აქტიური თანამშრომლობის მიზნით, თავის მოადგილე სოფიო ხუნწარიას დაავალა მოლაპარაკებების წარმართვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

მერმა აქვე დასძინა, რომ 2021 წელს თბილისი იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს მოიპოვებს.

წიგნები - Sputnik საქართველო
2021 წელს მსოფლიო წიგნის დედაქალაქი თბილისი იქნება

„ამასთან დაკავშირებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სურვილი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. ჩვენ უნდა გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია მათთან, რომ ერთობლივად შევძლოთ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქები, რომლებიც იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფუნქციას ასრულებენ, იღებენ ვალდებულებას, პოპულარიზაცია გაუწიონ წიგნის კითხვას და წლის განმავლობაში ჩაატარონ თემატური ღონისძიებები: წიგნის ფესტივალი ბავშვებისთვის, წიგნების თამაშებად გარდაქმნის თანამედროვე ციფრული პროექტი და სხვ.

თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილიდან გახდება. ის კუალა-ლუმპურის შემდეგ რიგით 21-ე წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. ეს საპატიო სტატუსი პირველად 2001 წელს მადრიდს ერგო.

ყველა ახალი ამბავი
0