რეფორმა ჩავარდა – 2020 წლის არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ პროტესტის ნიშნად შენობის სამივე შესასვლელის ბლოკირებას მოახდენენ.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განმარტა, თუ რას ნიშნავს კონსტიტუციაში შესწორებების ჩავარდნა, რომელიც ითვალისწინებდა უკვე 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ნულოვანი საარჩევნო ბარიერით.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარიამ არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლების საბოლოო პოზიცია გაახმოვანა

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერების მოწოდებამ მაჟორიტარი დეპუტატებისადმი, მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის, შედეგი არ მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შესწორებებს მოითხოვდა და, შესაბამისად, მხარს უჭერდა კანონპროექტს, მთლიანობაში საჭირო 113 ხმის ნაცვლად მხოლოდ 101 ხმის მიღება მოხერხდა.

„პარლამენტის მიერ შესწორებები არ არის მიღებული, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით. ასეთია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

„ჩავარდა „ნაციონალური მოძრაობის" გეგმა", – განაცხადა ჟურნალისტებთან მცხეთის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე იყო.

ოპოზიციამ ხელისუფლება და პირადად მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა იმაში, რომ ყოველივე სწორედ მათ დაგეგმეს.

„წარმოუდგენელია, რომ მაჟორიტარები ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდნენ. ჩანს, რომ ეს იყო ორგანიზებული სცენარი და ამ სცენარზე პასუხისმგებელი ივანიშვილი და "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობაა", – განაცხადა პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

„ხალხი გადააგდეს", – თავის მხრივ აღნიშნა მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0