ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

© photo : Vano Zardiashvili / FB ვანო ზარდიაშვილი
ვანო ზარდიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა მანდატზე უარი საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე თქვა

თბილისი, 12 ნოემბერი  — Sputnik.  საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს  ვანო ზარდიაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას.

დადგენილებას 150 დეპუტატიდან მხარი 94–მა დაუჭირა. 

ვანო ზარდიაშვილი - Sputnik საქართველო
კანონმდებლები დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღეს იმსჯელებენ

ვანო ზარდიაშვილმა  უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით 7 ოქტომბერს დაწერა, მას შემდეგ, რაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მას და დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოხდა. ზარდიაშვილის თქმით, ის ტალახის სროლის სამიზნე აღმოჩნდა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები და არასრულწლოვანი შვილები ფსიქიკურ წნეხს განიციან. მისი განმარტებით, სწორედ ეს გახდა პარლამენტიდან წასვლის მიზეზი.

ზარდიაშვილი პარლამენტში „ქართული ოცნების" პარტიული სიით მოხვდა, ამიტომ შუალედური არჩევნების გამართვა საჭირო არ იქნება.

ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე მეცხრე მოწვევის პარლამენტში თემურ გოცირიძე იქნება. იგი „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში 52-ე ნომერია.

„ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა და ზარდიაშვილი მას უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ მან პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა და ამის მიზეზად მისი ამჟამინდელი თანამდებობა დაასახელა. ირაკლი ზარქუა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

ყველა ახალი ამბავი
0