საეკლესიო გუნდის მგალობლებს სურთ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორს უჩივლონ

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" წინააღმდეგ
აქცია ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკანოზი გიორგი რაზმაძე აცხადებს, რომ საეკლესიო გუნდის მგალობლები მოტყუებით გადაიღეს ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ".

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საეკლესიო გუნდის მგალობლები მოტყუებით გადაიღეს არატრადიციული სიყვარულის შესახებ სკანდალურად ცნობილ ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ", განაცხადა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ პრესკონფერენციაზე.

„და ჩვენ ვიცეკვეთ": შსს-მ ფილმში პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა>>

ლევან აკინის შვედურ-ქართული დრამა მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც თავისი ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. საზღვარგარეთ ამ სურათმა დიდი აღიარება მოიპოვა და შვედეთიდან „ოსკარზეც" არის წარდგენილი. საქართველოში ფილმის საპრემიერო ჩვენებები ხმაურიანი აქციების ფონზე შედგა.

საპროტესტო აქცია ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
პროტესტი და ლოცვა: ვითარება თბილისში სკანდალური კინოსეანსების მეორე დღეს

„ამ ზაფხულს ისინი დაუკავშირდნენ მგალობლებს და უთხრეს, რომ იღებდნენ ფილმს ქართულ ტრადიციებზე, ქართულ სუფრაზე და ქალისა და მამაკაცის სიყვარულზე და ჰკითხეს, წინააღმდეგი ხომ არ არიან, მონაწილეობა მიიღონ და შეასრულონ სიმღერა „წინწყარო". ბუნებრივია, მათ სიხარული გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით, მივიდნენ და შეასრულეს ის, რაც მათ ევალებოდათ", – განაცხადა დეკანოზმა.

მისი თქმით, გუნდის მგალობლებმა მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეიტყვეს, რაზეა სინამდვილეში ფილმი.

„რამდენიმე დღის წინ, როდესაც ეს ე.წ. ფილმი გამოვიდა ეკრანებზე, მათ გამოარკვიეს, რომ მონაწილეობდნენ არატრადიციული წყვილის ქორწილის სცენაში. ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო მათთვის. ისინი დამიკავშირდნენ და თავიანთი აღშფოთება გამოთქვეს", – განაცხადა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ.

ლევან გელბახიანი - Sputnik საქართველო
„და ჩვენ ვიცეკვეთ“: მთავარი როლის შემსრულებელი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი

ის არ გამორიცხავს, რომ მგალობლებმა ფილმის რეჟისორს სასამართლოში უჩივლონ. დეკანოზის განცხადებით, მგალობლები იურისტთან გაივლიან კონსულტაციას და ამას „აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი გზა".

დეკანოზის განცხადებით, ეს ადამიანები საეკლესიო გუნდში მღერიან, მათ აქვთ თავიანთი ანსამბლი, სადაც ბავშვებს ასწავლიან. და გუშინ მთელი დღე მათთან ზარები არ წყდებოდა. ბავშვები მათგან მოითხოვდნენ პასუხს, თუ როგორ „მიიღეს მონაწილეობა ასეთ ამაზრზენ ფილმში“.

ლორთქიფანიძე: სკანდალურ ფილმში უკანონოდ ჩართული ბავშვების მშობლები გამოძიებას მოითხოვენ>>

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სასამართლოში ჩივილს აპირებენ იმ ბავშვების მშობლებიც, რომლებიც ეპიზოდურ როლებში გადაიღეს. როგორც პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „Sputnik-საქართველოს" განუცხადა, ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ეს იქნებოდა ფილმი არატრადიციული სიყვარულის შესახებ, არ იყვნენ არც საცეკვაო ანსამბლის ხელმძღვანელები და არც ფილმში მონაწილე ბავშვების მშობლები.

ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ ფილმში მოხვედრილი ბავშვების მშობლები ამ კადრების ამოჭრას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0