„და ჩვენ ვიცეკვეთ": შსს-მ ფილმში პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა

© photo: And Then We Danced / FB"და ჩვენ ვიცეკვეთ"
და ჩვენ ვიცეკვეთ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced ) – ქართულ-შვედური ფილმია, რომელიც შვედეთმა "ოსკარის" პრეტენდენტად დაასახელა.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არატრადიციული სიყვარულის შესახებ  გადაღებულ რეჟისორ ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა და გამოძიება არ დაწყებულა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გია ვოლსკი - Sputnik საქართველო
„მე პირადად არ მომწონს“: გია ვოლსკი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღების იდეას ემიჯნება

ლევან აკინის შვედურ-ქართული დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ" შესაძლო პორნოგრაფიული შინაარსის გამო მოკვლევის დაწყების მოთხოვნით შსს-ს გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მიმართა.

ლორთქიფანიძის განცხადებით, ფილმი „პორნოგრაფიულ კონტენტს“ შეიცავს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არის „ასეთი ფილმის კინოგაქირავებაში ჩაშვების გამომრიცხავი გარემოება“. მისი თქმით, ფილმის ასაკობრივ ცენზად მითითებულია R, რაც ნიშნავს, რომ ამ ფილმზე 17 წლამდე არასრულწლოვანი დაიშვება მშობლის ან მოზრდილი ადამიანის თანხლებით, რაც „პორნოგრაფიული კონტენტის არსებობის შემთხვევაში არ იცავს მოზარდებს მავნე ზეგავლენისგან“.

„მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლევან გელბახიანი - Sputnik საქართველო
„და ჩვენ ვიცეკვეთ“: მთავარი როლის შემსრულებელი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი

ფილმის საპრემიერო კინოჩვენება თბილისსა და ბათუმში მხოლოდ სამი დღით, 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა, კინოთეატრებთან ბიზნესმენ ლევან ვასაძის, რომელიც ქვეყანაში მორალის დამცველად გვევლინება და მოძრაობა „ქართული მარშის" ლიდერ სანდრო ბრეგაძის მომხრეებისა და მღვდელმსახურების საპროტესტო აქციების ფონზე. თბილისში კინოთეატრ „ამირანის“ და „თბილისი გალერის“ ტერიტორიაზე კინოთეატრ „კავეას“, ხოლო ბათუმში კინოთეატრ „აპოლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ასობით აგრესიულად განწყობილი მოქალაქე შეიკრიბა, რომელთა გამო რამდენიმე ინციდენტი მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. თბილისში დააკავეს 25 ადამიანი, ბათუმში – სამი. გარდა ამისა, სამართალდამცველები მუშაობენ იმ პირთა დადგენაზე, რომლებიც კინოთეატრებში ნაღმების არსებობის თაობაზე ცრუ სატელეფონო ზარებს ახორციელებდნენ.

„და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced ) – ქართულ-შვედური ფილმია, რომელიც შვედეთმა „ოსკარის" პრეტენდენტად დაასახელა. ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

 

ყველა ახალი ამბავი
0