ემიგრანტი ქალის წერილები: „ჩემი ქვეყნის ერთი გოჯი მიწა მირჩევნია სხვა ქვეყნის სიმდიდრეს“

გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

შორს წასულები ოჯახსა და სამშობლოსთან განშორებას ვაჟკაცურად იტანენ. ამასთან ერთად ბუნებრივი ნიჭის წყალობით პიროვნულ რეალიზებასაც ახერხებენ და ყოველდღე ამტკიცებენ, რომ მათ შემოქმედებით ნატურას მატერიალური პრობლემები ვერ დაჩრდილავს...

მარეხ მახათაძე მათ შორისაა, ვინც ემიგრაციაშიც ვერ შეელია თავის გატაცებას და თავის ოცნებას იქაც ლამაზად „ქმნის“ და „ქარგავს“... ეს წერილი მისი ცხოვრების უკვე სიტყვებით მოქარგული ამბავია – მისი დღევანდელი დღე უცხო ქვეყანაში, მისი ფიქრები და ოცნება ხვალინდელზე...

© photo: courtesy of Marekhi Makhatadzeმარეხი მახათაძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „ჩემი ქვეყნის ერთი გოჯი მიწა მირჩევნია სხვა ქვეყნის სიმდიდრეს“ - Sputnik საქართველო
მარეხი მახათაძე

ჩემმა ბავშვობამ მართლა ზღაპარივით გაირბინა... ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ იმ ქვეყნის ემიგრანტი გავხდებოდი, რომელსაც შორიდან ვეთაყვანებოდი, როგორც ხელოვნების და კულტურის უდიდეს კერას. მიუხედავად ლაღი და უზრუნველი ბავშვობისა, მამამ, რომელსაც საკმაოდ დუხჭირი ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი, მე და ჩემი და თავიდანვე მიგვაჩვია შრომას. დედა საჯარო სამსახურში მსახურობდა და ჩვენი აღზრდა უფრო მამიდას ჰქონდა მინდობილი. სწორედ მისი დიდი დამსახურებაა ჩემი დაინტერესება ხელსაქმით და სამზარეულოთი. წლების შემდეგ ეს უკანასკნელი ჩემი ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო და არსებობის ერთადერთი საშუალებაც კი გახდა.

© photo: courtesy of Marekhi Makhatadzeმარეხი მახათაძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „ჩემი ქვეყნის ერთი გოჯი მიწა მირჩევნია სხვა ქვეყნის სიმდიდრეს“ - Sputnik საქართველო
მარეხი მახათაძე

ემიგრაციაში თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ აქ დამხვდნენ ახლობელი ადამიანები და მათი გვერდში დგომით, ასე თუ ისე, დავძლიე პრობლემები, რასაც ენის ბარიერი, იტალიური სამზარეულო და უცხო ოჯახთან შეგუება ჰქვია. ჩემი ამბავი ასეთია: ჩვენ იმერეთის რეგიონიდან ვართ. თბილისშიც რომ ვცხოვრობდი, მუდამ ჩემი კუთხის, გარემოს ნოსტალგია მქონდა და აქ ხომ საერთოდ ძალიან გამიძლიერდა ეს გრძნობა... დავამთავრე ქუთაისის ბიო-ეკოლოგიური ფაკულტეტი და ოჯახის უღელში ნაადრევად შევები.

© photo: courtesy of Marekhi Makhatadzeმარეხი მახათაძის შემოქმედება
ემიგრანტი ქალის წერილები: „ჩემი ქვეყნის ერთი გოჯი მიწა მირჩევნია სხვა ქვეყნის სიმდიდრეს“ - Sputnik საქართველო
მარეხი მახათაძის შემოქმედება

საქართველოში შექმნილმა მდგომარეობამ ჯერ დედაჩემი გახადა ემიგრანტი, შემდეგ ჩემი მეუღლე. ამ ყველაფრის გადასატანად ეკლესიას შევაფარე თავი და მას მივანდე ჩემი სულიერი მდგომარეობის გადარჩენა. ეკლესიის წიაღში შევიძინე უამრავი მეგობარი, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემ ცხოვრებაში. მადლობელი ვარ უფლის, რომ აქაც, ემიგრაციაში ყოველი ჩემი თავისუფალი დღე წმინდა ნიკოლოზის ტაძრისკენ მიმავალი გზით იწყება. სწორედ ეს მაძლევს უდიდეს ძალას და ენერგიას შემოქმედებითი წინსვლისკენ.

© photo: courtesy of Marekhi Makhatadzeმარეხი მახათაძის შემოქმედება
ემიგრანტი ქალის წერილები: „ჩემი ქვეყნის ერთი გოჯი მიწა მირჩევნია სხვა ქვეყნის სიმდიდრეს“ - Sputnik საქართველო
მარეხი მახათაძის შემოქმედება

უკვე 25 წელი გავიდა, რაც ოჯახი შევქმენი და აქედან ალბათ 12 წელი ვიცხოვრეთ ერთად მე და ჩემმა მეუღლემ, რადგან ის რვა წელი საბერძნეთში ცხოვრობდა და როცა დაბრუნდა, მერე მე წამოვედი. ჯერ თბილისში ვმუშაობდი კვების დაწესებულებაში, შემდეგ იტალიისკენ გზას დავადექი. ჩემი შვილი სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, ძალიან კარგად ხატავს და წარმატებული სტუდენტია. ძალიან მინდა, რომ მას რეალიზებაში დავეხმარო.

© photo: courtesy of Marekhi Makhatadzeმარეხი მახათაძის შემოქმედება
ემიგრანტი ქალის წერილები: „ჩემი ქვეყნის ერთი გოჯი მიწა მირჩევნია სხვა ქვეყნის სიმდიდრეს“ - Sputnik საქართველო
მარეხი მახათაძის შემოქმედება

სამომავლოდ იმაზეც ვოცნებობ, რომ საქართველოში იტალიური კვების ობიექტი გავხსნა და აქ შეძენილი ცოდნა-გამოცდილება ამ საქმეში ჩავდო და გამოვიყენო. კიდევ დიდი სურვილი მაქვს, რომ მოვაწყო ჩემი ნაქარგების გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხის ნაწილი გადავრიცხო საქველმოქმედო ფონდში "საქართველოს ცის ქვეშ", რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. რაც უნდა კარგად ვგრძნობდე თავს სხვაგან, ჩემი ქვეყნის ერთი გოჯი მიწა მირჩევნია სხვა ქვეყნის სიმდიდრეს.

© photo: courtesy of Marekhi Makhatadzeმარეხი მახათაძის შემოქმედება
ემიგრანტი ქალის წერილები: „ჩემი ქვეყნის ერთი გოჯი მიწა მირჩევნია სხვა ქვეყნის სიმდიდრეს“ - Sputnik საქართველო
მარეხი მახათაძის შემოქმედება

მენატრება ის გარემო, რასაც ოჯახური სიმყუდროვე ჰქვია. ჩემი 13 წლის უნახავი დედა მენატრება, შვილები და შემოდგომა ჩემ სოფელში – სხვანაირად ხვავიანი, ბარაქიანი, სხვანაირად ფერადი, ლამაზი და მადლიანი.

მინდა ჩემი ქვეყანა და ხალხი ვნახო გაბრწყინებული და ადამიანების სახეზე ღიმილი დავინახო. უფლის იმედით ვცხოვრობ. უფალო, ყველა ქართველი დაუბრუნე საკუთარ კერას...

ყველა ახალი ამბავი
0