საუკეთესოები ტურიზმში – საქართველოში Welcome to Georgia!-ს გამარჯვებულებს გამოავლენენ

© photo: Sputnik / Stringer Welcome to Georgia-ს დაჯილდოება
 Welcome to Georgia-ს დაჯილდოება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაჯილდოების ცერემონიას ღონისძიების ნომინანტები, სპონსორები და პარტნიორები, სახელმწიფო და კერძო სექტორის, ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემია Welcome to Georgia!-ს დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" 6 დეკემბერს გაიმართება.

Welcome to Georgia! — ყოველწლიური ეროვნული პრემიაა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და ქვეყნის საუკეთესო ტურისტულ სააგენტოებს გადაეცემა.

 Caucasus Tourism Fair 2016 - Sputnik საქართველო
Welcome to Georgia: საქართველო ბერლინში ტურისტულ გამოფენაზე წარდგა

წელს Welcome to Georgia!-ს დაჯილდოების ცერემონიაში 250-ზე მეტი ნომინანტი მონაწილეობს, რომელთა შორის არიან სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, გასართობი პროექტები, ფესტივალები, კაფე-რესტორნები, ღვინის კომპანიები, საოჯახო სასტუმროები, ჰოსტელები. ჟიური საუკეთესოს 26 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენს: „საუკეთესო ავიაკომპანია", „საუკეთესო ტრადიციული რეწვა", „საუკეთესო ნიშური ტურიზმი", „საუკეთესო სოფლის ტურიზმი", „საუკეთესო მცირე მეღვინეობა", H2O Water Saving Award-ი და სხვ. გარდა ამისა, გამარჯვებულს გადაეცემა სპეციალური პრიზი – Khetsuriani Trophy.

დაჯილდოების ცერემონიას 700-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, მსხვილი სასტუმროების გენერალური მენეჯერები და მფლობელები, ღონისძიებებისა და ფესტივალების ორგანიზატორები, კაფეების, რესტორნების, ღვინის კომპანიების ხელმძღვანელები, ასევე ღონისძიების სპონსორები და პარტნიორები, სახელმწიფო და კერძო სექტორის, ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები.

პროექტის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და „საქართველოს ბანკი". პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, დაცული ტერიტორიების სააგენტო და „საპარტნიორო ფონდი“. გენერალური სპონსორი – „ალიანს ჯგუფი".

 

ყველა ახალი ამბავი
0