Welcome to Georgia: საქართველო ბერლინში ტურისტულ გამოფენაზე წარდგა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili Caucasus Tourism Fair 2016
 Caucasus Tourism Fair 2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ITB Berlin 2019-ზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მსოფლიოს 186 ქვეყნის სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები ეცნობიან.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბერლინის 53-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin 2019 მონაწილეობს, ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს სამთო ტურიზმის განვითარების კომპანია და თბილისის მერია. გამოფენა 6 მარტს გაიხსნა და 10 მარტს დაიხურება.

ტურისტები - Sputnik საქართველო
ტურიზმის ახალი ზღვარი საქართველოსთვის – 11 მილიონი უცხოელი

„ჩვენთან ერთად იმყოფება კერძო ტურისტული სექტორის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ მათ უფრო მეტი კონტაქტი დაამყარონ გერმანელ კოლეგებთან", – განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელძღვანელმა მარინა ქვრივიშვილმა.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაცია ამაყია იმით, რომ გამოფენაზე საქართველოს სტენდი დაათვალიერეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ამასთან, ღონისძიების სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს.

ITB Berlin-ზე მსოფლიოს 186 ქვეყნიდან 10 ათასი კომპანიაა წარმოდგენილი. გამოფენის სტუმრების რაოდენობა დაახლოებთ 180 ათასი ადამიანია.

ITB Berlin-ზე წარმოდგენილია ტურისტული ინდუსტრიის ყველა სეგმენტი — ტურიზმის საერთაშორისო ფედერაციები, ნაციონალური და რეგიონული ტურისტული ორგანიზაციები, ტურისტული და სატრანსპორტო სააგენტოები და ტუროპერატორები, სასტუმროები, სადაზღვევო კომპანიები და სხვ.

 

ყველა ახალი ამბავი
0