სკანდალური ფილმი: საპროტესტო აქციაზე პოლიციის ავტომობილი დააზიანეს

© Sputnik / Shota Nozadzeპოლიციის დაზიანებული ავტომობილი
პოლიციის დაზიანებული ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის დაკავებულია აქციის ხუთი მონაწილე, რომელთაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ ბრალად.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელიც კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ იმართება, პოლიციის მანქანა დააზიანეს.    

საპროტესტო აქცია კინოთეატრ „ამირანთან“ - Sputnik საქართველო
კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცრაზმი გამოჩნდა, ნაცემია ყოფილი დეპუტატი: ვიდეო

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის დაკავებულია აქციის ხუთი მონაწილე, რომელთაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ ბრალად, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

კინოთეატრ „ამირანთან“ შეკრებილები პერიოდულად იწყებენ კონფლიქტს პოლიციასთან და შენობაში შეშვებას ითხოვენ. ერთ-ერთი შეჯახებისას დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით გაიყვანეს ადგილიდან. დაშავებულის თქმით, თავში რაღაც მძიმე საგანი მოხვდა.

© Sputnik / Alex Shlamovსანთლები საპროტესტო აქციაზე
სკანდალური ფილმი: საპროტესტო აქციაზე პოლიციის ავტომობილი დააზიანეს - Sputnik საქართველო
სანთლები საპროტესტო აქციაზე

აქციის მონაწილეთა შორის არიან მღვდელმსახურები, რომლებსაც სანთლები უჭირავთ და ლოცულობენ. მომიტინგეებს გაშლილი აქვთ პლაკატი წარწერით: „მამათმავლობის დაკანონება და პროპაგანდა ერის გენოციდია“.

ამის პარალელურად კინოთეატრ „ამირანში“ უკვე მიმდინარეობს ფილმის ჩვენება, თუმცა რამდენმა ადამიანმა მოახერხა დარბაზში შესვლა, უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0