უცხოელებიდან ვინ ყიდულობს ყველაზე ხშირად საქართველოში უძრავ ქონებას

© Sputnik / Alexander Imedashviliსახლის მშენებლობა თბილისში
სახლის მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15 ათასზე მეტი სახლი და მიწის ნაკვეთი იყიდეს – ბევრად მეტი, ვიდრე სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ბოლო ოთხ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტი უძრავი ქონება უცხოელებს შორის რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს (40%), ნათქვამია მიგრაციის საკითხებში სამთავრობო კომისიის სტატისტიკურ მონაცემებში.

ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეები საქართველოში სახლებსა და მიწის ნაკვეთებს ყიდულობენ:

ქვეყანა დარეგისტრირებული უძრავი ქონების რაოდენობა
რუსეთი 15 133
ირანი 5 598
უკრაინა 2 599
სომხეთი 1 447
თურქეთი 1 226
აზერბაიჯანი 1 192
აშშ 1 182
სხვა 7 855

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პრაქტიკულად გაორმაგდა იმ ბინების რეგისტრაციის შემთხვევები, რომელთა მფლობელები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

კაფე ძველ თბილისში - Sputnik საქართველო
რა ღირს ცხოვრება თბილისში?

ასევე გაიზარდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შემთხვევები. ამასთან, მკვეთრად შემცირდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შემთხვევები, რაც დაკავშირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის ივნისში გამოცხადებულ მორატორიუმთან.

ცვლილებები შევიდა კანონში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ". ცვლილებები კონსტიტუციის ძალაში სრულად შესვლამდე იმოქმედებს, რომლის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიყიდვა უცხოელებზე მთლიანად აკრძალულია.

ყველა ახალი ამბავი
0