საქართველოს სააფთიაქო ქსელებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგი ამოიწურა

© photo: Sputnik / Petr Chernov / გადასვლა მედიაბანკშიკარანტინი „ღორის გრიპის" გამო
კარანტინი „ღორის გრიპის გამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ წელს სააფთიაქო ქსელმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გაზრდილი რაოდენობით შეიძინა, მისი მარაგი უკვე აღარ არის.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული აფთიაქების ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგი, პრაქტიკულად, ამოიწურა, იუწყება პირველი არხი.

ფრანგული, ოთხკომპონენტიანი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოს აფთიაქებში დაახლოებით 15 ნოემბრიდან გამოჩნდება. იმპორტის ზუსტი ვადები მწარმოებელზეა დამოკიდებული.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: სახელმწიფომ 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიტანა

სააფთიაქო ქსელ GPC-ში („ჯიპისი") აცხადებენ, რომ ოქტომბრის ბოლოს შემოვიდა სამკომპონენტიანი ჰოლანდიური პრეპარატი „ინფლუვაკის" 12 ათასი დოზა. ეს გასულ წელს შემოტანილზე 25%-ით მეტია.

შემსყიდველთა შორის იყვნენ როგორც სამედიცინო დაწესებულებები, ისე სხვა კომპანიები, რომლებმაც პრეპარატი თავიანთი თანამშრომლების ვაქცინაციისთვის შეიძინეს.

ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში უკვე შემოვა ოთხკომპონენტიანი ფრანგული ვაქცინა „ვაქსიგრიპი". „ჯიპისი" 10-12 ათას დოზას ელოდება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ დამატებით პარტიას შეუკვეთენ. ვაქცინის ფასი ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო აცრები ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყება>>

სააფთიაქო ქსელმა „ავერსმა" (Aversi) ვაქცინის 4,5 ათასი დოზა შეიძინა, რომელიც უკვე გაიყიდა. ამ ქსელში ფრანგული ვაქცინის 1,5 ათასი დოზა ნოემბრის ბოლოს შევა.

გრიპის სეზონი დაიწყო - Sputnik საქართველო
გრიპის სეზონი კარს მოგვადგა: პაატა იმნაძემ რისკებზე ისაუბრა

ოქტომბრის ბოლოს საქართველოს მთავრობამ გრიპის საწინააღმდეგო 100 ათასი ერთეული ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. ის განკუთვნილია რისკის ჯგუფში შემავალი მოქალაქეებისთვის – ბავშვებისთვის, რომლებიც საბავშვო სახლებში იზრდებიან, მოხუცთა სახლებში მცხოვრები ასაკოვანი ადამიანებისთვის, დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, დიალიზზე მყოფი პირებისთვის, С ჰეპატიტის მქონე და აივ-დაინფიცირებულებისთვის.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, რომ ვაქცინა უკვე გადანაწილებულია ქვეყნის ყველა რეგიონსა და რაიონში. გეგმის მიხედვით, ჯერ მაღალი რისკის მქონე ადამიანები აიცრებიან.

უფრთხილდით გრიპს!
საქართველოს სააფთიაქო ქსელებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგი ამოიწურა - Sputnik საქართველო
უფრთხილდით გრიპს!

ასევე დაგეგმილია ვაქცინაციის ე.წ. თავისუფალი დღეები, როდესაც უფასო აცრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდია ოქტომბერი ან ნოემბრის დასაწყისი.

ყველა ახალი ამბავი
0