გრიპის სეზონი კარს მოგვადგა: პაატა იმნაძემ რისკებზე ისაუბრა

© Sputnik / Vladimir Umikashviliგრიპის სეზონი დაიწყო
გრიპის სეზონი დაიწყო - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი პროგნოზით, ზამთარში პანიკის საფუძველი არ იქნება

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ვირუსებისა და გრიპების წლევანდელი სეზონი შედარებით მშვიდი იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძე: რომელი ვირუსებია გავრცელებული საქართველოში >>

მისი თქმით, ამჟამად ცენტრი 15 სხვადასხვა სახეობის ვირუსს აკვირდება.

„როგორც კი აცივდება, ვირუსების მატება დაიწყება. საპანიკო სიტუაცია არ გვაქვს და არც ზამთრისთვის ველოდებით პანიკას, რადგანაც, სამხრეთ ნახევარსფეროში ვირუსების სეზონი უკვე დამთავრდა“, – განაცხადა იმნაძემ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნოემბრიდან სპეციალისტები ვირუსების სერიოზულ მატებას ელიან.

კლასში - Sputnik საქართველო
„დიდი რისკი“ – მთავარი ინფექციონისტი მშობლებს აფრთხილებს

„მეზობლად სიწყნარეა და არანაირი ახალი ვირუსის საფრთხე არ გვემუქრება. ჩვენთან რომ ზაფხულია სამხრეთ ნახევარ სფეროში ზამთარია. იქ ახლა სეზონი მთავრდება. იქ, 60%-ში  წამყვანი A ტიპის ვირუსები, 40%-ში B ტიპის ვირუსები“, – აღნიშნა იმნაძემ.

მისი თქმით, გრიპის ვირუსის სეზონი ჯერ არ დამდგარა, მისგან დაზღვევის საუკეთესო საშუალება კი ვაქცინაციაა.

საქართველოს მოქალაქეთა აცრა გრიპის ვირუსის წინააღმდეგ 15 ოქტომბრიდან დაიწყო. პირველ რიგში, აცრას ურჩევენ ადამიანებს, რომლებიც რისკ-ჯგუფში არიან – ფეხმძიმე ქალები, პენსიონერები, ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ასევე სამედიცინო პერსონალი.

როგორ უნდა გამოვკვებოთ ბავშვი, რომ სეზონური დაავადებები თავიდან ავიცილოთ >>

წელს სახელმწიფო 100 ათასი ადამიანის აცრას დააფინანსებს. ესენი არიან რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები. H1N1 ვირუსისგან წელს 22 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ყოველ ასი ათას ადამიანზე ვირუსით დაავადების 104 შემთხვევა მოდის. ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც ასი ათას ადამიანზე 450 დაავადებულია.

ყველა ახალი ამბავი
0