18:32 28 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0686
  • 100 RUB4.2697
  • USD2.8042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (174)
1038 0 0

სპეციალისტი მოუწოდებს მოსახლეობას ზამთრის დადგომამდე გრიპის აცრა ჩაიტარონ

თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში გავრცელებულია რინო ვირუსი და ადენო ვირუსი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა >>

ინფექციონისტმა განმარტა, რომ რინო ვირუსი სასუნთქი სისტემის დაავადებაა და განსაკუთრებით აქტიურდება შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. რაც შეეხება ადენო ვირუსს, მას თვალების სიწითლე და შეშუპება ახასიათებს.

„ეს დაავადებები გაციებით გამომწვევი ვირუსია. ამ ვირუსებს სიცხე ახასიათებს და რამდენიმე დღე გრძელდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან აღნიშნა, რომ გრიპის ვირუსის სეზონი ჯერ არ დამდგარა, ხოლო მისი თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ყოველწლიური ვაქცინაციაა.

გრიპის აცრა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა - ორსულმა ქალებმა, პენსიონერებმა, ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებმა, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა და სამედიცინო პერსონალმა.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 ოქტომბერს დაიწყება. წელს სახელმწიფო 100 ათასი ადამიანის ვაქცინაციას დააფინანსებს. ეს ის ადამიანებია, რომლებიც რისკის ქვეშ იმყოფებიან. სხვა მოქალაქეებისთვის აცრა ფასიანია და 30-დან 50 ლარამდე ღირს.

გასული წლის დეკემბერ-იანვარში საქართველოში მძვინვარებდა H1N1 ტიპის გრიპის ვირუსი, ე.წ. „ღორის გრიპი". H1N1–ით გარდაცვლილთა რიცხვმა 22-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ასი ათას ადამიანზე დაავადების 104 შემთხვევა იყო. ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც ასი ათას ადამიანზე დაავადებულთა რაოდენობა 450 ადამიანს შეადგენს.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (174)

მთავარი თემები