მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დაფიქსირდა ახალი სასიკვდილო ვირუსი - არის პირველი მსხვერპლიც

© photo: Sputnik / Ygor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიეპიდემიოლოგი
ეპიდემიოლოგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი ლაბორატორიების ანალიზებმა აჩვენა, რომ ახალი ინფექცია არ განეკუთვნება არც დენგეს ცხელების, არც ჩიკუნგუნისა თუ გრიპის  რომელიმე სახეობას.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ახალი სასიკვდილო ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა ბოლივიაში, სადაც ერთი ქალი უკვე გარდაიცვალა, იუწყება Sputnik Mundo  ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ გაბრიელა მონტანიოზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტისგან ორი ექიმი დასნეულდა, რომლებიც ინტენსიური ტერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ისინი ცხელებას, თავისა და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ. 

მეცნიერი მიკროსკოპთან - Sputnik საქართველო
„სისულელის ვირუსი“ - მეცნიერებმა ახალი მიკრობი ადამიანის ყელში იპოვეს

გარდა ამისა, ექიმები კიდევ სამ სხვა ადამიანს აკვირდებიან, რომლებსაც გარდაცვლილთან საავადმყოფოში მოხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ჰქონდათ კონტაქტი.

ლა-პასას ორ სახელმწიფო საავადმყოფოში ამ დროისათვის საგანგებო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური ღონისძიებები ტარდება ინფექციასთან საბრძოლველად.

მონტანიოს თქმით, ლა-პასში უკვე ჩავიდნენ საერთაშორისო ექსპერტები ვირუსის ტიპის დასადგენად.

ადგილობრივი ლაბორატორიების ანალიზებმა აჩვენა, რომ ახალი ინფექცია არ განეკუთვნება არც დენგეს ცხელების, არც ჩიკუნგუნისა თუ გრიპის რომელიმე სახეობას.

სინჯები გამოსაკვლევად ასევე გადაიგზავნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრში.

 

ყველა ახალი ამბავი
0