მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ცნობილია ნიკოტინზე დამოკიდებულებით გამოწვეული ახალი საფრთხე

© photo: Sputnikმოწევის აკრძალვა
მოწევის აკრძალვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერთა აზრით, ნიკოტინი არღვევს ტვინის ორი უმნიშვნელოვანესი სასიგნალო მოლეკულის - სეროტონინის და დოფამინის მუშაობას

თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. მეცნიერებმა დაასახელეს ნიკოტინზე დამოკიდებულებით გამოწვეული ახალი საფრთხე. როგორც აღმოჩნდა, მოწევა ხელს უწყობს შიზოფრენიისა და დეპრესიის განვითარებას და რამდენჯერმე ზრდის ამ ფსიქიკური აშლილობების განვითარების რისკს.

მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია - Sputnik საქართველო
ამერიკელმა მეცნიერებმა კიბოს გავრცელების შეჩერების ხერხს მიაგნეს

ეს დასკვნა ბრიტანელმა გენეტიკოსებმა გამოიტანეს. მათი კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Psychological Medicine.

აღნიშნული კვლევისას მეცნიერებმა გააანალიზეს დიდი ბრიტანეთის ნახევარი მილიონი მცხოვრების დნმ. როგორც გამოირკვა, ადამიანები, რომლებიც შიზოფრენიითა და დეპრესიით არიან დაავადებული, გაცილებით ხშირად ეწეოდნენ, ვიდრე სამეცნიერო ექსპერიმენტის დანარჩენი მონაწილეები.

მეტიც, ბრიტანელებს, რომლებიც ნიკოტინზე იყვნენ დამოკიდებული, ორჯერ უფრო ხშირად ემართებოდათ შიზოფრენია და დეპრესია, ვიდრე არამწეველებს.

მაშასადამე, გენეტიკოსების თეორია იმაზე მიუთითებს, რომ ნიკოტინი არღვევს სეროტონინისა და დოფამინის მუშაობას. ეს ტვინის ორი უმნიშვნელოვანესი სასიგნალო მოლეკულაა. სწორედ ისინი მონაწილეობენ შიზოფრენიისა და დეპრესიის ჩამოყალიბებაში.

ყველა ახალი ამბავი
0