მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ამერიკელმა მეცნიერებმა კიბოს გავრცელების შეჩერების ხერხს მიაგნეს

© Pixabay / Bokskapetმაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია
მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ცილა CEMIP-ს კონტროლი მედიკოსებს კიბოს მკურნალობასა და მისი განვითარების რისკების პროგნოზირებაში დაეხმარება.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. კორნელის უნივერსიტეტის ბიომედიცინის კვლევითი ცენტრის და ნიუ-იორკის პრესვიტერიანული საავადმყოფოს მეცნიერებმა აღმოაჩინეს უნიკალური თვისებები ცილაში, რომელიც ტვინში კიბოს უჯრედების გავრცელებას უწყობს ხელს.

ხილის ნატურმორტი - Sputnik საქართველო
მეცნიერებმა დაადგინეს, რა პროდუქტები უნდა მიირთვან მწეველებმა კიბოს ასაცილებლად

შოკისმომგვრელი კვლევის რელიზი გამოქვეყნებულია პორტალზე Medical Xpress.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ცილა CEMIP სისხლძარღვებს და რეზიდენტ-იმუნურ უჯრედებს უბიძგებს ანთების მოლეკულების გამომუშავებისკენ. ისინი, თავის მხრივ, ხელს უწყობენ კიბოს უჯრედების ტვინში მეტასტაზირებას.

ამის დასამტკიცებლად მედიკოსებმა ცხოველებზე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს. შედეგად დადგინდა, რომ ამ ცილის ბლოკირება ტვინში მეტასტაზების გავრცელების პროცესს აფერხებს.

ამასთან, ცნობილია, რომ უმრავლეს შემთხვევაში ონკოლოგიით გამოწვეული სიკვდილი გამოწვეულია სწორედ სხვა ორგანოებში კიბოს უჯრედების გავრცელებით. ხოლო მეტასტაზირება ტვინში – ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შემთხვევაა.

სუნი – ეს პირველი ზარია: რა დაავადებების რისკზე მეტყველებს სხეულის სუნები >>

ახლა ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ცილა CEMIP-ს კონტროლი მედიკოსებს კიბოს მკურნალობაში და მისი განვითარების რისკების პროგნოზირებაში დაეხმარება.

ყველა ახალი ამბავი
0