„ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიქათმის ხორცი
ქათმის ხორცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიკრობიოლოგიური დარღვევა გამოვლინდა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშშიც (მწარმოებელი „Processing Complex უკრაინა“, დისტრიბუტორი – შპს „სანი“).

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრების შემოწმებაზე - Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 37 ობიექტი დააჯარიმა

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შევიდა შეტყობინება 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“.

სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ბიზნეს-ოპერატორთან იმავე დღეს განახორციელა არაგეგმური ინსპექტირება. ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები უკრაინული ქათმის ბარკლის, „ბიუ-ბიუს“ ქათმის ფრთების (ნახევარფაბრიკატი) და  „ბიუ-ბიუს“ ქათმის დამარინადებული ფილედან აიღეს.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში, რომლის მწარმოებელია შპს „ჩირინა“ („ბიუ-ბიუ“) და დისტრიბუტორია შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გამოვლინდა სალმონელა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, მიკრობიოლოგიური დარღვევა გამოვლინდა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშშიც (მწარმოებელი „Processing Complex უკრაინა“, დისტრიბუტორი – შპს „სანი“).

დაკავება - Sputnik საქართველო
აჭარის სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი დააკავეს

სააგენტოს ცნობით, 25 ოქტომბერს რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ არაგეგმური ინსპექტირება განმეორებით ჩატარდა და კრიტიკული შეუსაბამობების გამო მას საწარმოო პროცესი შეუჩერა. გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა იმ მაღაზიასაც, სადაც ზემოთ აღნიშნულმა რესტორანმა შეიძინა ნედლი ქათმის ფილე და ასევე 1000 ლარით დაჯარიმდა.

„სააგენტომ ბოლო ეტაპზე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა შპს „ჩირინასა“ (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო დისტრიბუშენ გრუპში“, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად აღებული ხუთი ნიმუშიდან ოთხ მათგანში სალმონელა გამოვლინდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ სურსათის ბაზრიდან ამოღება, ხოლო შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0