რუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქოს შენობა
საქართველოს საპატრიარქოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წმინდა სინოდის 31 ოქტომბრის განჩინებით, მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) გათავისუფლდა რუსთავის ეპარქიიდან და 4 ნოემბრიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. რუსთავის ეპარქია 4 ნოემბრიდან დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამისი ბრძანება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გამოსცა.

გარდა ამისა, პატრიარქის ბრძანებით და წმინდა სინოდის 31 ოქტომბრის განჩინებით, მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) გათავისუფლდა რუსთავის ეპარქიიდან და 4 ნოემბრიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა - Sputnik საქართველო
მღვდელმთავრობიდან გათავისუფლებული მამა პეტრე (ცაავა) შიომღვიმის მონასტერში განამწესეს

რუსთავის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი მოიცავს ქალაქ რუსთავს. ეპარქიის იურისდიქცია ისტორიული ქვემო ქართლის ვაკეზეც ვრცელდება. 2002 წელს ეპარქიას ეწოდა რუსთავისა და მარნეულის ეპარქია. თუმცა, წმინდა სინოდის 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მოხდა რუსთავისა და მარნეულის ეპარიის გაყოფა და რუსთავის ეპარქიის მმართველობა დაევალა მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი).

31 ოქტომბერს წმინდა სინოდის რიგგარეშე კრება გაიმართა. ამ სხდომაზე მეუფე პეტრეს ჭყონდიდის მიტროპოლიტის წოდება ჩამოერთვა და მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0