პუტინი: რუსულ ენას „იარაღს“ ნუ უწოდებთ

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკა ქვეყნისადმი, მისი კულტურისა და ენის ინტერესის ბაზას წარმოადგენს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა

თბილისი, 5 ნოემბერი- Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ ენას უწოდა „რბილი ძალა“ და მოუწოდა არ უწოდონ მას მძლავრი იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებენ, იუწყება РИА Новости.

„... ენა - ეს ისეთი მძლავრი იარაღია და ასე შემდეგ... მოდით არ გამოვიყენოთ ასეთი სიტყვები, ამაშია მთელი არსი - არ გამოვიყენოთ. რადგან თუ ეს იარაღია, მასთან როგორც იარაღთან ბრძოლას დაიწყებენ. მას ისედაც ებრძვიან, მაგრამ სხვა მიზეზების გამო. დიახ, ეს გარკვეული თვალსაზრისით ძალაა, რბილი ძალა. მე მიმაჩნია, ეს სრულიად საკმარისია“, - განაცხადა პუტინმა პრეზიდენტთან არსებულ რუსული ენის საბჭოს სხდომაზე.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
დასახელდა პრაღაში აბაშიძისა და კარასინის შეხვედრის თარიღი

მისი თქმით, ამა თუ იმ ქვეყნის ზეგავლენა თანამედროვე მსოფლიოში განისაზღვრება არა იარაღით, არამედ ეკონომიკით.

„და როგორც ეკონომიკის წარმოებული არის იარაღი, კულტურა, განათლება, მეცნიერება. ყველაფერს, რა თქმა უნდა, გააჩნია თავისი წინა ისტორია, მაგრამ ის ძალიან სწრაფად „ფუჭდება“, თუ ამას არ ამყარებს მაღალი განვითარების მქონე და ენერგიულად განვითარებადი ეკონომიკა“, - განაცხადა პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნებში, რომლებთანაც რუსეთი ამყარებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობას, რუსული ენისადმი ინტერესის გაღვივება შეინიშნება.

„მოგვაწოდეთ სახელმძღვანელოები, მასწავლებლები“. არამარტო ყოფილ სსრკ-ის რესპუბლიკებში, არამედ შორეულ უცხოეთშიც აშკარა ინტერესს ვხედავთ“, - დასასრულს აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყველა ახალი ამბავი
0