საქართველოს პრემიერი ნიდერლანდებში გაემგზავრა

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიამსტერდამი
ამსტერდამი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის ნიდერლანდელ კოლეგა მარკ რიუტეს შეხვდება, რის შემდეგაც ისინი პრესისთვის განცხადებას გააკეთებენ

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდებში გაემგზავრა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

ნიდერლანდებში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერი შეხვდება თავის ნიდერლანდელ კოლეგა მარკ რიუტეს, რის შემდეგაც ისინი პრესისთვის განცხადებას გააკეთებენ.

ამსტერდამი - Sputnik საქართველო
ჰოლანდია აღარ არსებობს - ქვეყანამ რებრენდინგი განიცადა

საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 22 აპრილს დამყარდა. ორმხრივი ურთიერთობა ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება. საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის გაფორმებულია შვიდი შეთანხმება ეკონომიკის, ტრანსპორტის, ფინანსებისა და თავდაცვის სფეროებში.

ქვეყნებს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებს. ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში ინვესტიციების მოცულობით ნიდერლანდებს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. ნიდერლანდების ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

2019 წელს ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 251,7 მლნ დოლარი შეადგინა.

ერთადერთი ქართველი კაპიტანი ჰოლანდიაში, რომლის გემიც ქართული დროშით დაცურავს >>

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით 2012 წელს დაფუძნდა საქართველო-ნიდერლანდების ბიზნესსაბჭო.

ნიდერლანდები საქართველოს ეხმარება ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების გასავითარებლად, როგორებიცაა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა, მართვის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა.

ყველა ახალი ამბავი
0