თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ჰოლანდიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა უარი თქვას ქვეყნის ამ დასახელებაზე, იუწყება პორტალი Adformatie.
მთავრობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის იერ-სახე გასაახლებელია, რადგან ჰოლანდია ტურისტებში ძირითადად ნარკოტიკებთან და წითელი ფარნების კვარტალთან ასოცირდება.
ახალი იმიჯი შეიქმნება ნიდერლანდების სახელწოდების ირგვლივ. ქვეყანა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ღონისძიებებში, მაგალითად, სიმღერის კონკურსზე „ევროვიზია-2020“.
ქვეყნის ფეხბურთის ნაკრები ყველა თავისი მატჩის დროს იტყვის უარს ქომაგებისთვის ჩვეულ სახელწოდებაზე. რებრენდინგი შეეხება ასევე იმ სპორტსმენებს, რომლებიც ნიდერლანდებს ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიადაზე წარმოადგენენ.