„ქართული მარში" – ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაზე: მოხდება კინოთეატრების ბლოკირება

© photo: And then we danced / FBკადრი ფილმიდან "და ჩვენ ვიცეკვეთ"
კადრი ფილმიდან და ჩვენ ვიცეკვეთ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის პრემიერა კანის ფესტივალზე გაიმართა და ის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. მოძრაობა „ქართული მარში" საქართველოს კინოთეატრებში ახალი ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ჩვენების ჩაშლას გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის ინფორმაციით, ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში თავდაპირველად მხოლოდ სამი დღით, 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფილმის მსახიობები - Sputnik საქართველო
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ევროპის საუნივერსიტეტო ფილმის ჯილდოზეა ნომინირებული

„ქართული მარშის" ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ისინი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებენ.

„8 ნოემბერს, როდესაც თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დაგეგმილია გეი პროპაგანდისტული ფილმის პრემიერა და ჩვენება, ჩვენ აუცილებლად ჩავშლით ჩვენებას. ესაა თითოეული ქართველის მოვალეობა, მართლმადიდებლის, მუსლიმი ძმების და სხვა რელიგიური აღმსარებლების მოვალეობა, რომ არ დაუშვან ამ სიბილწის და გარყვნილების ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში", — განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, „ქართული მარშის" წევრები და ორგანიზაციის მხარდამჭერები „მშვიდობიანი ფორმით მოახდენენ კინოთეატრების ბლოკირებას".

ამასთან, ბრეგაძემ საქართველოს საპატრიარქოსაც მიმართა და ამ ფილმთან დაკავშირებით მკაფიო აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

„მოუწოდოს მრევლს, გამოვიდეს ქუჩაში და ჩაშალოს გეი პროპაგანდისტული ფილმის ჩვენება. ეს არის ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მოვალეობა“, – თქვა ბრეგაძემ.

კადრი ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ - Sputnik საქართველო
„და ჩვენ ვიცეკვეთ“: ქართულმა ფილმმა გეი-სიყვარულზე ოდესის კინოფესტივალის გრან-პრი მიიღო

კინოფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ქართული კომპანია Takes Film-ის და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

ივლისში ლევან აკინის ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0