თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ქართულ-შვედური ფილმი სახელწოდებით „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ნომინირებულია ევროპის საუნივერსიტეტო ფილმის ჯილდოზე, ნათქვამია ორგანიზაციის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
The European Film Academy and @FilmfestHamburg take great pleasure in announcing the five nominated films for the European University Film Award (EUFA). This award is presented by university students from across Europe. #efa2018
— European Film Awards (@EuroFilmAwards) September 25, 2018
👉 https://t.co/S9ICH8oNWL pic.twitter.com/K536YCMOJw
„ევროპის საუნივერსიტეტო ფილმის ჯილდოზე“ ლევან აკინის ნამუშევარი სხვა ოთხ ფილმთან ერთადაა წარდგენილი. მისი კონკურენტები არიან:
ღმერთი არსებობს, მისი სახელია პეტუნია (GOD EXISTS, HER NAME IS PETRUNIJA); პირანიები (PIRANHAS); PORTRAIT OF A LADY ON FIRE; SYSTEM CRASHER.
ნომინირებულ ფილმებს 25 ქვეყანაში 25 უნივერსიტეტი განიხილავს და ხუთიდან ერთ ფილმს შეარჩევს. საბოლოოდ გამარჯვებული 5 დეკემბერს გამოცხადდება, დაჯილდოების ცერემონია კი 7 დეკემბერს ევროპის ფილმების 32-ე დაჯილდოებაზე გაიმართება ბერლინში.
ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.
გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმის მსახიობები ქორწინდებიან – ხელის თხოვნის ვიდეო >>>
ივლისში ლევან აკინის ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.
კინოფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება. ლევან გელბახიანთან ერთად ფილმში თამაშობენ ანა ჯავახიშვილი და ბაჩი ვალიშვილი.
მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი 2019 წლის კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.
ოდესის კინოფესტივალი პირველად 2010 წელს გაიმართა. პირველი ორი წელი ფორუმი უფრო ორიენტირებული იყო როგორც განსაკუთრებული იუმორის გრძნობის მქონე ფილმების ფესტივალი, 2012 წლიდან ფესტივალი გაფართოვდა და არტ-მეინსტრიმის ფესტივალად იქცა.
სხვადასხვა წლებში ოდესის ფესტივალის გამარჯვებული ფილმები იყო რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „ბრმა პაემნები", ელენა ფეტისოვასა და სერჟ ავედიკიანის ფილმი „ფარაჯანოვი", ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ და სხვ.