მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მეკობრეებმა ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

CC BY-SA 2.0 / DocChewbacca / Pirates !მეკობრეების დროშა
მეკობრეების დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეკობრეების მიერ ქართველი მეზღვაურის გატაცების ფაქტს ადასტურებს.

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ გემს ტოგოში მეკობრეები დაესხნენ თავს, გატაცებულ მეზღვაურებს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ტოგოს დროით დაახლოებით დილის სამ საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს. თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან გაიტაცეს ოთხი მეზღვაური: ერთი საბერძნეთის, ორი ფილიპინებისა და საქართველოს ერთი მოქალაქე.

მეკობრეები - Sputnik საქართველო
მეკობრეებმა შვეიცარული ტვირთმზიდიდან ეკიპაჟის 12 წევრი გაიტაცეს

ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, სააგენტო საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) საშუალებით დაუკავშირდა გემთმფლობელ კომპანიას. კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტი და აღნიშნეს, რომ ისინი მუშაობენ ეკიპაჟის წევრების გათავისუფლების საკითხზე. ასევე, ელოდებიან გამტაცებლების მხრიდან კომუნიკაციას, რომელიც, კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, არსებული გამოცდილებით, უახლოეს ორი-სამი დღის განმავლობაში შეიძლება შედგეს.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ ყველა შესაძლო გზით ქართველი მეზღვაურის ტყვეობიდან უსაფრთხოდ დასახსნელად. უკვე დავუკავშირდით ოჯახის წევრებს. თუმცა, ქართველი მეზღვაურის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია არ გავრცელდეს მედიის საშუალებით მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია“, - განაცხადეს სააგენტოში.

კვიპროსის სანაპიროსთან ტანკერზე აფეთქებისას ქართველი იმყოფებოდა >>

გემი, საიდანაც ქართველი მეზღვაური გაიტაცეს, ამჟამად ტოგოში ლომეს პორტში არის გაჩერებული. 

ყველა ახალი ამბავი
0