მეკობრეებმა შვეიცარული ტვირთმზიდიდან ეკიპაჟის 12 წევრი გაიტაცეს

© AFP 2024 / MOHAMED DAHIRმეკობრეები
მეკობრეები - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი,  23 სექტემბერი  — Sputnik.  მეკობრეებმა ნიგერიის სანაპიროებთან შვეიცარული კომპანია  Massoel Shipping–ის ტვირთმზიდი Glarus–იდან  12 ადამიანი გაიტაცეს, იუწყება РИА Новости ტელეკომპანია Sky News–ზე დაყრდნობით.

თავდასხმა კუნძულ ბონიდან 83 კილომეტრზე მოხდა.

„კომპანია ხელისუფლებასთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობს, რათა მძევლების უსაფრთხო გათავისუფლება ოპერატიულად მოხდეს“, – ნათქვამია Massoel Shipping–ის განცხადებაში.

ხომალდზე ეკიპაჟის 19 წევრი იყო, თუმცა, არ ზუსტდება თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მძევლებს შორის შვეიცარიის მოქალაქეები არ არიან.

ნოგერიის ნაპირებთან მეკობრეები არცთუ იშვიათად ახორციელებენ მსგავს თავდასხმებს გამოსყიდვის მიზნით.

ყველა ახალი ამბავი
0