ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის ფერდობის გამწვანებას გეგმავს

© Sputnik / Alexander Imedashviliმთაწმინდის ფერდობი
მთაწმინდის ფერდობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ  მმართველი პარტიის თავმჯდომარის ეს ინიციატივა დადებითად შეაფასა.

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თბილისში, მთაწმინდის ფერდობის გამწვანების მიზნით უნიკალური პროექტის განხორციელებას გეგმავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ივანიშვილი მზადაა საკუთარი ქონების 90%-ზე უარი თქვას >>

მისი განცხადებით, მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტი უმაღლესი დონის სპეციალისტმა, თემურ ტყემალაძემ დაამუშავა და შესთავაზა.

„დაირგვება ათასობით მოყვავილე იასამანი, ნუში და წითელი ტყემალი, რაც ვიზუალურად ძალიან გააცოცხლებს თბილისის ხედებს და მის ეკოლოგიას. ვფიქრობ, პროექტი ისტორიულია და ძალიან პოზიტიურ რეზონანს გამოიწვევს თბილისელებში. პროექტი ისე დაგეგმა თემურმა, რომ შესაძლებლობა იქნება, ყველა სეზონზე სხვადასხვა ფერებში გაიშალოს ჩვენი მთაწმინდა“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოსყიდვას გეგმავს

მისივე თქმით, საუბარია სოლოლაკიდან კუს ტბამდე ტერიტორიაზე, დაახლოებით 400 ჰექტარზე. პროექტის სავარაუდო ღირებულება კი, 12-15 მილიონი ლარი იქნება.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, გასული საუკუნის 40-60-იან წლებში თბილისის ფერდობების – მთაწმინდიდან – კუს ტბამდე – გამწვანებისთვის უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, დაირგო ბევრი უცხო, შემოტანილი სახეობა, მაგალითად ტუია, კვიპაროსი, ასევე შავი ფიჭვი, რომელსაც მისთვის უჩვეულო კლიმატურ პირობებში და კლდოვან ნიადაგზე შეუმცირდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, გაუჩნდა დაავადებები. ამიტომაც მთაწმინდის ფერდობი გახუნებულია და გადამწვარივით გამოიყურება.

„ჩვენ მოვახდენთ მთელ ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ მცენარეთა ჩანაცვლებას კავკასიისთვის დამახასიათებელი სახეობებით – მინდვრისა და მთის ნეკერჩხლებით, კავკასიური ფიჭვით, საკმლის ხით, მუხით, აკაკითა და იფანით, ხოლო მთის თხემზე მოეწყობა ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მუცო - Sputnik საქართველო
მუცოს აღდგენის პროექტი Europa Nostra-ს პრიზიორი გახდა

„მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე მიესალმება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას მთაწმინდის ფერდობის გამწვანებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ამ პროცესში ყველა თბილისელი უნდა იყოს ჩართული.

„მნიშვნელოვანია სახეობების სწორად შერჩევა. ერთადერთი, როგორ ბიოლოგს, მაქვს შენიშვნა, რომ კედარი ამისთვის არ გამოდგება, მას ჰორიზონტალური ფესვი აქვს და ის ვერ მაგრდება, ცუდად მოქმედებს ჩვენს გამწვანებაში, თუმცა ყველაზე ნაკლებად დაავადებული ხე არის მთელ თბილისში, მაგრამ ფერდისთვის არ არის მიზანშეწონილი. ძალიან მომწონს ნუშით გამწვანების იდეა, რადგან ნუში კლასიკური ხეა, ჩვენი ზონისთვის დამახასიათებელი. გაზაფხულზე ნუში და იასამანი იქნება ძალიან კარგი და ლამაზი ვიზუალურად“, - განუცხადა ნინო ჩხობაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

„კეთილშობილებით შენიღბული რეკეტი": რა ბრალდებები წაუყენა ხაზარაძემ ივანიშვილს >>

ოქტომბრის ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტის შესახებ განაცხადა - ის აპირებს წყალტუბოში უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, ასევე ცხრა აბანო გამოისყიდოს და რეაბილიტაცია ჩაუტაროს.

რაც შეეხება ოპოზიციას, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2020 წლის შემოდგომაზე მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0