13:31 11 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5697
  • USD2.9089
მამუკა ხაზარაძე

„კეთილშობილებით შენიღბული რეკეტი": რა ბრალდებები წაუყენა ხაზარაძემ ივანიშვილს

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (347)
50 0 0

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ქმნის არარსებულ საინვესტიციო გარემოს ინფონზე, როდესაც ქვეყანას მსხვილი ინვესტორები ტოვებენ

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ხომ არ ჯობდა ბიძინა ივანიშვილისთვის მიგვეყიდა სახელმწიფო წიაღისეული, რკინიგზა, ტბები, მდინარეები, ტყეები, შავი ზღვის აკვატორია, ყველა ქონება, რათა მან წარმატებულად დაასრულოს ქვეყნის სრული მისაკუთრება-მიტაცების პროცესი, ამ სიტყვებით გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ წყალტუბოს აღორძინების პროექტს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოსყიდვას გეგმავს >>

მმართველი პარტი „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აპირებს, წყალტუბოში უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, ასევე ცხრა აბანო გამოისყიდოს და რეაბილიტაცია ჩაუტაროს. ამას ხაზარაძემ „კეთილშობილებით შენიღბული რეკეტი" უწოდა.

„ეს არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება, რომელიც ივანიშვილმა უკვე განახორციელა პროკურატურაში, სასამართლოში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, ხოლო ახლა რუსეთში ნაშოვნი გაურკვეველი წარმოშობისა და პანამის ოფშორული კომპანიიდან შემოსული ფულით განაგრძობს უკვე კერძო სტრუქტურების ნგრევასა და ჯიბეში ჩადებას“, - ნათქვამია ხაზარაძის მიმართვაში.

ხაზარაძე ასევე აცხადებს, რომ ივანიშვილი ქვეყანაში ქმნის არარსებულ საინვესტიციო გარემოს მაშინ, როდესაც უცხოური ინვესტიციები 54 % - ით არის შემცირებული და ქვეყანას მსხვილი ინვესტორები ტოვებენ.

„არცერთი ქვეყანა ასე არ განვითარებულა და არც ჩვენი ქვეყანა განვითარდება. რადგან ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი ნიშნავს სუსტ სახელმწიფოს, სუსტ ეკონომიკას, არაჯანსაღ საინვესტიციო გარემოს, არც ისე შორეულ მომავალში კიდევ უფრო დიდ ტრაგედიას - უკიდურეს სიღარიბესა და ტოტალურ უმუშევრობას“, - აცხადებს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მისაკუთრების უფლებას არ მისცემს.

„სიკეთეა ეს კაცი...“- ნანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილზე წერს >>

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ინფორმირებული საზოგადოება სწორ დასკვნებს გამოიტანს. ივანიშვილი აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებში, პრაქტიკულად გავერანდა წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა - კურორტი, რომელიც 22 სანატორიუმითა და 9 ბალნეოლოგიური აბანოთი, ქმედით კონკურენციას უწევდა არამარტო რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებს, დღეს მხოლოდ ერთი მოქმედი სასტუმროს და მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურის ამარაა დარჩენილი, ამიტომ კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა.

 

 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (347)

მთავარი თემები