უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ისტორიული მარანი აღადგინეს

© Sputnik / STRINGERუფლისციხე
უფლისციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩატარდა ქართული ტრადიციული კერძების მასტერკლასი, მოეწყო ადგილობრივად დაწურული ღვინოების - თეთრი ჩინებულის და წითელი თავკვერის დეგუსტაცია

თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ისტორიული მარანი აღადგინეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, რესტავრირდა და განახლდა მარნის არქიტექტურული შენობა, სადაც რენოვაციის მეთოდით ფუნქციურად ამოქმედდა მარნის ინტერიერში განთავსებული ქვევრები.

ჭაჭის ფესტივალი თელავში - Sputnik საქართველო
თელავში ყველაზე „გრადუსიანი“ ფესტივალი გაიმართა

მარანში ასევე აღდგა სამეცნიერო კვლევის შედეგად აღმოჩენილი ვაზის სამი ჯიშით გაშენებული სავენახე მეურნეობა.

საგანგებოდ მოწვეული სტუმრებისთვის დღეს უფლისციხის მარანი საზეიმოდ გაიხსნა.

პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნების - „ქართული გემოს“ და „ქართული სამოსის“ გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაზე ასევე გამოფინეს „ხელოვნების სასახლეში“ დაცული ქართული ტრადიციული სამოსი.

ჩატარდა ქართული ტრადიციული კერძების მასტერკლასი, მოეწყო ადგილობრივად დაწურული ღვინოების - თეთრი ჩინებულის და წითელი თავკვერის დეგუსტაცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0