თელავში ყველაზე „გრადუსიანი“ ფესტივალი გაიმართა

© photo: Kakheti Municipality / FB ჭაჭის ფესტივალი თელავში
ჭაჭის ფესტივალი თელავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე, რომელიც პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იყო ორგანიზებული, ტურისტებს და თელაველებს ჭაჭითა და ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თელავმა უმასპინძლა ჭაჭის ფესტივალს, რომლის სტუმრებმა მის გამოხდის პროცესში მიიღეს მონაწილეობა და ქართული ეროვნული სამზარეულოს კერძები დააგემოვნეს.

ერეკლე მეორის სასახლის მოედანზე გაცოცხლდა კახური ბაზარი თავისი მრავალფეროვნებით - იყო წარმოდგენილი მრავალფეროვანი საქონელი და ხალხური რეწვის ნაწარმი. სტუმრებს უჩვენეს, როგორ იქცევა დაწურვის შემდეგ დარჩენილი ყურძნის მასა დუღილისა და გამოხდის შემდეგ ჭაჭად და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ უამბეს.

© photo : Kakheti Municipality / FB ჭაჭის ფესტივალი თელავში
თელავში ყველაზე „გრადუსიანი“ ფესტივალი გაიმართა - Sputnik საქართველო
ჭაჭის ფესტივალი თელავში

ხალხური მუსიკის შემსრულებლების ტრადიციულმა მრავალხმიანობამ კი ფესტივალს კოლორიტი შესძინა.

თავისი პროდუქცია წარმოადგინეს მსხვილმა კომპანიებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც ჭაჭას სახლის პირობებში ხდიან.

 საავტორო თოჯინების ფესტივალი თბილისში - Sputnik საქართველო
„შანელის სამყარო“ - თბილისში საავტორო თოჯინების ფესტივალი გაიხსნა

ფესტივალი გაიმართა საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სააგენტო „საქპატენტის“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

ეს იყო სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გამართული კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას.

ყველა ახალი ამბავი
0