საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

© photo: European Team Chess Championship 2019 / FBევროპის გუნდური ჩემპიონატი ბათუმში
ევროპის გუნდური ჩემპიონატი ბათუმში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ ტურნირზე საუკეთესო რეიტინგი-პერფორმანსი აჩვენა და 9 პარტიაში 7 ქულა დააგროვა

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ქალი მოჭადრაკეები პირველი ნაკრებიდან გახდნენ ვერცხლის პრიზიორები ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, რომელიც ბათუმში დასრულდა, იუწყება საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

საქართველოს გუნდმა პირველი ადგილი დაუთმო რუს მოჭადრაკეებს, რომლებთანაც ერთადერთი შეხვედრა წააგო. ბრინჯაოს მედლები აზერბაიჯანის გუნდმა დაიმსახურა.

მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა შორის - Sputnik საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის ქართველების გარეშე გაგრძელდა

საქართველოს ქალთა პირველ ნაკრებში ასპარეზობდნენ ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია. მოჭადრაკეებმა ცხრა შეხვედრა გამართეს, რომელთაგან შვიდი გამარჯვებით დასრულდა. ერთი შეხვედრა წაგებით, ერთი კი ყაიმით დასრულდა. ქართველმა ქალმა მოჭადრაკეებმა 15 ქულა დააგროვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ ტურნირზე საუკეთესო რეიტინგი-პერფორმანსი აჩვენა და 9 პარტიაში 7 ქულა დააგროვა.

ქართველ ქალთა მოჭადრაკეების მეორე გუნდმა 10 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა. 22-ე ადგილზე ქალთა მესამე ნაკრებია.

რაც შეეხება მამაკაცების ნაკრებს, მან 10 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა. მამაკაცების მეორე ნაკრებმა 28-ე პოზიცია დაიკავა. როგორც მამაკაცებში, ისე ქალთა შორის უძლიერესები რუსეთის მოჭადრაკეები გახდნენ.

ქართველმა მოჭადრაკემ თურქეთის ტურნირზე გაიმარჯვა >>

ევროპის ჩემპიონატში, რომელიც ბათუმში 24 ოქტომბერს დაიწყო, 39 ქვეყნის გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირი შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ 20 წლის წინ ბათუმი უკვე მასპინძლობდა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს.

ყველა ახალი ამბავი
0