13:38 11 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5697
  • USD2.9089
ჭადრაკის დაფა

ქართველმა მოჭადრაკემ თურქეთის ტურნირზე გაიმარჯვა

© Sputnik / Alexander Imedashvili
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (490)
86 0 0

მთელი ტურნირის მანძილზე კონსტანტინე შანავამ მხოლოდ ერთი პარტია წააგო.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მოჭადრაკე კონსტანტინე შანავა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. ტურნირი თურქეთის ქალაქ ენეზში დასრულდა, ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადებაში.

შანავამ ცხრა პარტიაში რვა ქულა მოაგროვა, წააგო მხოლოდ ერთი შეხვედრა. ქართველმა მოჭადრაკემ მეორე ადგილზე გასულს ერთი ქულით გაუსწრო.

მეორე ადგილი თურქმა მურაქ ფირათმა დაიკავა, ხოლო მესამე – აზერბაიჯანელმა მისრადინ ისკანდაროვმა. სულ ტურნირში 111 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

თემები:
სპორტის ამბები (490)

მთავარი თემები