თბილისში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი იხსნება

© courtesy of Georgian National Film Centerქართული ანიმაციური ფილმი
ქართული ანიმაციური ფილმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება ყველა სეანსზე დასწრება უფასო გახადონ

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისში შაბათს, 2 ნოემბერს იხსნება ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი TIAF - ოთხი დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში მთელი მსოფლიოდან ანიმაციის სიახლეებს აჩვენებენ.

ღონისძიება 18:00 საათზე გაიხსნება ცნობილი ქართული მულტფილმების ორიგინალური ესკიზებისა და თოჯინების გამოფენით.

ანიმაციური ფილმების  საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“  - Sputnik საქართველო
სოფელ ნიქოზში ანიმაციის ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორები შეიკრიბებიან

როგორც „Sputnik-საქართველოს“ ფესტივალის ორგანიზატორ კომპანია „ანიმალაბში“ უამბეს, თბილისი ანიმაციის ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს, მაგრამ წელს კონკურსის ფორმატში ცვლილებები შევიდა. მონაწილეებმა თავიანთი ნამუშევრები გამოგზავნეს, უშუალოდ თბილისში ისინი არ ჩამოსულან.

სულ TIAF 2019-ში მონაწილეობს საკონკურსო სექციებად განაწილებული 65 ანიმაციური ფილმი.

ფესტივალის მიზანია - ფართო აუდიტორიისთვის ანიმაციის სამყაროს სიახლეების, ვიდეო- და აუდიოხელოვნებაში ტექნიკური პროგრესის გაცნობა.

რაც შეეხება ფესტივალის მთავარ მიზნობრივ აუდიტორიას, ეს არის ახალგაზრდობა და მოზარდები, ამიტომ ღონისძიების პროგრამაში შევიდა საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებები. TIAF-ის ფარგლებში დაგეგმილია თემატური მასტერ-კლასები, კინოჩვენებები, ფილმების ავტორებთან შეხვედრები და გამოფენები.

ავსტრალია ქართულ ანიმაციას გაეცნობა: საერთაშორისო ფესტივალი მელბურნში >>

მთავარი პრიზი იქნება სტატუეტი დევის სახით - ზებუნებრივი არსება ქართული მითოლოგიიდან. აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზატორებმა ყველა სეანსზე დასწრება თავისუფალი გახადეს.

ყველა ახალი ამბავი
0