ავსტრალია ქართულ ანიმაციას გაეცნობა: საერთაშორისო ფესტივალი მელბურნში

© courtesy of Georgian National Film Centerქართული ანიმაციური ფილმი
ქართული ანიმაციური ფილმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა ავტორმა უკვე გააკეთა განაცხადი, როგორც პერსპექტიულმა რეჟისორ-ანიმატორმა, მათი ფილმები კი მრავალი საერთაშორისო და ეროვნული კონკურსების მონაწილეები და პრიზიორები არიან.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ექვსი ახალგაზრდა ქართველი ანიმატორის ნამუშევრებს მელბურნის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე უჩვენებენ, რომელიც ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქში 13-21 ივლისის პერიოდში გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მამუკა ტყეშელაშვილი - Sputnik საქართველო
ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა „მეთევზე და გოგონა" გერმანია დაიპყრო

პროგრამაში Window On Georgian Animation შესულია ისეთი ფილმები, როგორიცაა „გოდერძი" – რეჟისორი პეტრე თომაძე, „მეთევზე და გოგონა" – რეჟისორი მამუკა ტყეშელაშვილი, „ ჩაი" – რეჟისორი პეტრე თომაძე, „ბებო" – რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი, „ჯიბის კაცი" – რეჟისორი ანა ჩუბინიძე, „ჰორიზონტი" – რეჟისორი დათო კიკნაველიძე და „ლილე" – რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი.

ყველა ავტორმა უკვე გააკეთა განაცხადი, როგორც პერსპექტიულმა რეჟისორ-ანიმატორმა, მათი ფილმები კი მრავალი საერთაშორისო და ეროვნული კონკურსების მონაწილეები და პრიზიორები არიან.

მელბურნის ფესტივალის შესახებ...

Melbourne International Animation Festival – ანიმაციური კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალია. იგი მელბურნში ყოველწლიურად ტარდება და ერთგვარი მოედანია მთელი ქვეყნის კინემატოგრაფებისთვის, განსაკუთრებით, სტუდენტებისთვის, რომლებსაც საკუთარი ნამუშევრების ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენის უნიკალური შანსი ეძლევათ.

ყოველწლიურად ფესტივალი წარმოადგენს დაახლოებით 350-400 ფილმს რეტროსპექტიულ, საკურატორო, სტუდენტურ და საკონკურსო პროგრამებში. ახალგაზრდა ანიმატორების მხარდაჭერის მიზნით MIAF-ის ფარგლებში ტარდება სტუდენტური ანიმაციის ფესტივალი Best of the Next.

წელს მელბურნის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მაყურებელს წარუდგენს 400-ზე მეტ ანიმაციას – როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ფილმებს.

ყველა ახალი ამბავი
0