ჰაკერების მორიგი მუქარა – რა წერილები მიიღეს პრეზიდენტმა და ტელეკომპანიებმა

გამოწერა
ჰაკერები, რომლებმაც ორშაბათს შეუტიეს სახელმწიფო სტრუქტურებსა და ტელეკომპანიებს, მოითხოვენ ბიტკოინების გადარიცხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში „ღირებული ინფორმაციის“ გავრცელებით იმუქრებიან.

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ჰაკერებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, აჭარის მთავრობას, ორი ინსტანციის სასამართლოებსა და წამყვან ქართულ ტელეკომპანიებს ელექტრონულ მისამართებზე მუქარის შემცველი წერილები გაუგზავნეს.

წერილების ავტორებმა აღიარეს, რომ სწორედ ისინი დგანან ორშაბათს, 28 ოქტომბერს განხორციელებული ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმის უკან. ჰაკერებმა, წინასწარი ინფორმაციით, ასობით ვებ-გვერდს შეუტიეს და დააზიანეს ტელეკომპანია „იმედისა" და „მაესტროს" სერვერები. ბევრ სამთავრობო და კერძო სტრუქტურის ვებ-გვერდზე ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად ჰაკერებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით I'll be Back („მე დავბრუნდები"). 

ზიანისმომტანი პროგრამული უზრუნველყოფა - Sputnik საქართველო
„TV პირველს“ კიბერშეტევისას სერვერებიდან გატაცებული ინფორმაციის გამოქვეყნებით დაემუქრნენ

Black Mirror-სგან მუქარის შემცველი წერილი ტელეკომპანია TV Pirveli-ს დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა საკუთარ Facebook–გვერდზე გაავრცელა. წერილის ავტორებმა მისგან სამი დღის განმავლობაში 500 ბიტკოინის გადარიცხვა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კიბერშეტევისას სერვერებიდან წაღებული ინფორმაციის გავრცელებით იმუქრებიან.

„ჩვენ წინასწარ გაგაფრთხილეთ გრანდიოზული თავდასხმის შესახებ, თქვენ არ დაგვიჯერეთ და უგულებელყავით ჩვენი გაფრთხილება. თქვენ კარგად უნდა გესმოდეთ, რატომ გავაკეთეთ ეს. აჩვენეთ ხალხს ის, რაც ჩვენ თქვენი სერვერებიდან გვაქვს მოპოვებული და რისი გამხელაც არ გინდოდათ. ჩვენ ვიცით თქვენი ბნელი მხარე, ჩვენ შეგვიძლია ჩაგახედოთ ბნელ სარკეში. თქვენ მშვენივრად იცით, რამდენად ღირებულ ინფორმაციას ვფლობთ და რა მოხდება ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ. და თუ ეს წერილი ისევ უგულებელყოფილი იქნება, ეს აუცილებლად მოხდება და ისეთივე გრანდიოზული ეფექტი ექნება, როგორიც ეს თავდასხმა იყო“, – ნათქვამია წერილში.

მსგავსი შინაარსის წერილები მიიღეს „რუსთავი 2“-მა, „მთავარმა არხმა“, „იმედმა“, „აჭარის ტელევიზიამ“, რეგიონულმა ტელევიზია „ქვემო ქართლმა“ და საინფორმაციო სააგენტო „იმედინიუსმა“. 

კომპიუტერის კლავიატურა - Sputnik საქართველო
ჰაკერებმა ქართული ტელეარხები გათიშეს – ზარალი დიდია

გარდა ამისა, წერილში აღნიშნულია, რომ კიბერთავდასხმის ავტორები არანაირად არ არიან დაკავშირებული არც საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და არც მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან.

„ჩვენ არ ვართ რომელიმე პარტიის წევრი, ჩვენ არ გვაინტერესებს სააკაშვილი და ივანიშვილი. ეს იყო უბრალოდ სააკაშვილის დაცინვის ჟესტი (I'll be back)", – ნათქვამია წერილში.

განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

მუქარის შემცველი წერილების დაგზავნის ფაქტების შესწავლა კიბერშეტევის საქმის გამოძიების ფარგლებში ხდება.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური