ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატებზე უარი განაცხადა

გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა ადვოკატების შეცვლის შესახებ

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელსაც თბილისში 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებზე არეულობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ედება ბრალი, თავის ადვოკატებზე უარი თქვა, იუწყება ტელეკომპანია „პალიტრაTV“.

ოქრუაშვილის პარტია ლიდერის გასათავისუფლებლად მზადაა 500 ათასი ლარი გადაიხადოს >>

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას გამოძიებისა და სასამართლო გარჩევის დასრულებამდე პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიტიკოსს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სასამართლო უკვე შეუდგა ოქრუაშვილის საქმის არსებით განხილვას. პოლიტიკოსი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უკანონოდ მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს სასამართლოში მისვლაზე, ასე რომ, სასამართლო სხდომები მის გარეშე ტარდება.

 ნიკა მელია - Sputnik საქართველო
ნიკა მელიას საქმე: მოსამართლემ ბრალდებული გააძევა, შუამდგომლობა კი არ დააკმაყოფილა

ბოლო სხდომისთვის ოქრუაშვილმა სასამართლოს გაუგზავნა წერილი, რომლითაც მოითხოვა თავისი ადვოკატების - მამუკა ჩობაშვილისა და ბონდო ვათიაშვილის სხვა იურისტებით ჩანაცვლება გონივრულ ვადებში.

„ეს დაცვის სტრატეგიაა. ჩვენ შორის ცუდი არაფერი მომხდარა. ეს მისი უფლებაა, აირჩიოს ადვოკატი. ბუნებრივია, მე მას დავუკავშირდები“, - განუცხადა ჩობაშვილმა ჟურნალისტებს პროცესის შემდეგ.

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ უკვე შეასრულა ოქრუაშვილის თხოვნა და დაჰპირდა მას ახალი ადვოკატის დანიშვნას.

ოქრუაშვილს ბრალად ედება 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შტურმის დროს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა. ანტირუსული აქცია პარლამენტის წინ დაახლოებით 22:00 საათისთვის არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობისას დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

გახარია: ქართულ პოლიციას ვერავინ დააკომპლექსებს >>

არეულობაში მონაწილეობისა და პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა აქციის 17 მონაწილე. ყველაზე მკაცრი ბრალდებები ოქრუაშვილსა და დეპუტატ ნიკა მელიას წაუყენეს. მელიას ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში. პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, იგი თავისუფლებაზე დაეტოვებინა. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილების გარეშე.

ყველა ახალი ამბავი
0