ლაშა პაპაშვილი: ბიძინა ივანიშვილის პროექტები ძალიან დიდი მოტივია ბიზნესისთვის

გამოწერა
დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აპირებს, წყალტუბოში უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, ასევე ცხრა აბანო გამოისყიდოს და რეაბილიტაცია ჩაუტაროს

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ბიძინა ივანიშვილის მიერ კურორტ წყალტუბოს აღორძინების პროექტი, ადგილობრივებს, ბიზნესმენებსა და პოტენციურ ინვესტორებს დამატებით მოტივაციას შეუქმნის, განაცხადა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშილმა.

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოსყიდვას გეგმავს >>

დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აპირებს, წყალტუბოში უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, ასევე ცხრა აბანო გამოისყიდოს და რეაბილიტაცია ჩაუტაროს.

ლაშა პაპაშვილის განცხადებით, აბასთუმნის განვითარება არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ უჩნდება ბიზნესმენს კონკრეტულ ზონაში ბიზნესის განვითარების სურვილი.

„ჩვენ უკვე გვაქვს პრაქტიკა აბასთუმანში, მე ათი წელია, მაქვს სხვადასხვა ქონება და ძალიან ნელი ტემპებით ვავითარებდი. ორი წლის წინ სახელმწიფომ დაიწყო მნიშვნელოვანი ღონისძიებები ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე ძეგლების აღდგენითი სამუშაოები. შემდეგ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი თავისი პროექტებით, რაც ძალიან დიდი მოტივია ბიზნესისთვის. თქვენ უკვე ხედავთ შედეგს აბასთუმანში. მიწის ფასი დაახლოებით 5-7-ჯერ გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. წყალტუბოს განვითარების სტილი არის იგივე, როგორც აბასთუმანში“, – განაცხადა ბიზნესმენმა.
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
„კეთილშობილებით შენიღბული რეკეტი": რა ბრალდებები წაუყენა ხაზარაძემ ივანიშვილს

მისივე თქმით, ბიზნესისთვის მოტივია, რომ მიჰყვეს ბიძინა ივანიშვილის წამოწყებას.

„მნიშვნელოვანია პროფესიონალი კადრების მოტივირება და დარჩენა სამშობლოში. როგორც ვიცი, აბასთუმანში 300-400 მილიონია დახარჯული ინფრასტრუქტურის ნაწილში, ორი წლის განმავლობაში 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას ვაკეთებთ მხოლოდ აბასთუმანში“, – აღნიშნა პაპაშვილმა.

დღეს „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა  პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადება გაავრცელა, სადაც ახალი ინიციატივის შესახებაა საუბარი.

„სიკეთეა ეს კაცი...“- ნანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილზე წერს >>

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან სახელმწიფოს ამჟამად არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, პირადად ჩაუდგეს სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს და პირადი სახსრებით დაიწყოს და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განახორციელოს არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველყოს მისი განვითარება.

გიორგი გახარია - წყალტუბო მასშტაბური ტურისტული ცენტრი გახდება >>

რაც შეეხება აბასთუმანს, ბიძინა ივანიშვილი სამცხე−ჯავახეთის რეგიონით 2018 წლის ზაფხულში დაინტერესდა, როდესაც აბასთუმანში ისვენებდა. გასული წლის ოქტომბერში პრესასთან საუბრისას მან გაამხილა, რომ გადაწყვეტილი აქვს აბასთუმანი ელექტრომობილებით აღჭურვილ კურორტად აქციოს.  მან ამ პროექტის ზოგი დეტალიც გაამხილა და აღნიშნა, რომ კურორტზე ელექტრომობილებისთვის დიდი ავტოსადგომის აშენება იგეგმება.

 

 

https://1tv.ge/news/lasha-papashvili-bidzina-ivanishvilis-proeqtebi-dzalian-didi-motivia-biznesistvis/?fbclid=IwAR0rMLkXn0qsyMz0YuZUiM1M7xOPEKCpTz4l5xxQ7pkkAuDQkQ5B4c_epc0

ყველა ახალი ამბავი
0